მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გონივრულია გადაწყვეტილება, რომ ბირჟა ეტაპობრივად გაიხსნას - გიორგი აბრამიშვილი

გიორგი აბრამიშვილი

გონივრულია გადაწყვეტილება, რომ ბირჟა ეტაპობრივად გაიხსნას, - ამის შესახებ ჰიდროენერგეტიკული საკონსულტაციო და დეველოპერული კომპანია Energy Solutions-ის მმართველმა პარტნიორმა გიორგი აბრამიშვილმა განაცხადა.

„მნიშვნელოვანია, რომ ბირჟა გაიხსნას და გვქონდეს სამართლიანი, გამჭვირვალე ბაზარი, რათა დასავლური ტიპის ინვესტორები მოვიზიდოთ ნელ-ნელა. თუმცა ვფიქრობ, გონივრულია გადაწყვეტილება, რომ ბირჟა ეტაპობრივად გაიხსნას იმისთვის, რომ არ მოხდეს დიდი რყევები ბაზარზე, განსაკუთრებით ფასწარმოქმნის მიმართულებით, რადგან გასაგებია, რომ სახელმწიფო უყურებს ორივე მხრიდან. ერთი მხრივ, ენერგეტიკა და გენერაციაა, მეორე მხრივ კი მსხვილი მომხმარებლები. იმისთვის, რომ ისინი დაცული იყვნენ, ვფიქრობ, კარგი გადაწყვეტილება იქნება, რომ ნელ-ნელა გადავიდეთ სრულად დერეგულირებულ ბაზარზე“, - განაცხადა აბრამიშვილმა.

კითხვაზე, რომელი კომპანია უნდა გავიდეს პირველი ბაზარზე, აბრამიშვილი პასუხობს, რომ რომელიც ყველაზე დიდია.

შეგახსენებთ, საქართველოში ენერგეტიკული ბირჟას სრულფასოვანი ფუნქციონირება ჯერ კიდევ 2021 წლის 1 ივლისს უნდა დაეწყო, თუმცა მისი გახსნა 6-ჯერ გადავადდა. ბაზრის გახსნა ამჯერად 2024 წლის 1 ივლისს არის დაგეგმილი.

ენერგეტიკული ბირჟა 1 ივლისიდან ეტაპობრივად გაიხსნება - ლევან დავითაშვილი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები