მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Google Chrome-ს მალე სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდება - OpenAI საკუთარ საძიებო სისტემას ქმნის

Google
BM. GE
13.07.25 12:34
514

ტექნოლოგიური სფეროს გიგანტი OpenAI ხელოვნურ ინტელექტზე დამყარებული საძიებო სისტემის შექმნას გეგმავს. როგორც ირკვევა, ახალ ბრაუზერში ChatGPT-ის მსგავსი სისტემა ჩაშენდება და მომხმარებლებს შეკვეთის გაფორმების, ბილეთების დაჯავშნისა თუ სხვა პროცედურების განხორციელების საშუალებას პროგრამიდან გაუსვლელად შესთავაზებს.

ექსპერტების შეფასებით, ქრომიუმის ბაზაზე შექმნილი ახალი საძიებო სისტემა ყველაზე მეტად უკვე გამოცდილ და ფართოდ მიღებულ Google Chrome-ს გაუწევს კონკურენციას. როგორც ცნობილია, Google-ი ამჟამად ბაზრის უპირობო ლიდერია. მას გლობალურად მომხმარებლების 2/3 იყენებს. სავარაუდოდ, OpenAI-ს გუნდი სწორედ Chrome-ის სუსტ მხარეებზე გაამახვილებს ყურადღებას და ადამიანებს იმ სერვისებს შესთავაზებს, რომლებიც ვეტერან სისტემას არ გააჩნია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები