მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Google და Blackstone ერთობლივ საწარმოს ქმნიან

blackstone
სტატიაში საუბარია:

ამერიკულმა საინვესტიციო კომპანია Blackstone-მა Google-თან პარტნიორობით ახალი კომპანიის დაფუძნება დააანონსა, რომელიც აშშ-ში ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურის განვითარებაზე იმუშავებს.

პროექტში საინვესტიციო კაპიტალის სახით 5 მილიარდი დოლარი ჩაიდება. არსებული ინფორმაციით, Blackstone-ი ახალ საწარმოში საკონტროლო პაკეტს ფლობს, Google კი მას საკუთარი წარმოების TPU-სერიის ჩიპებით მოამარაგებს. გეგმის მიხედვით, პირველი 500 მეგავატის სიმძლავრის გამომთვლელი ინფრასტრუქტურა ექსპლუატაციაში 2027 წელს შევა, მომავალში კი მოცულობის მნიშვნელოვანი ზრდა იგეგმება.

Blackstone-ის განცხადებით, გამოთვლით სიმძლავრეებზე არსებული უპრეცედენტო მოთხოვნის ფონზე, ახალ კომპანიას უდიდესი პოტენციალი აქვს. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ საწარმოსთვის მონაცემთა ცენტრების სავარაუდო ადგილმდებარეობები უკვე შერჩეულია და ზოგიერთ მათგანზე სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.

ცნობისთვის, Blackstone-ი მონაცემთა ცენტრების უმსხვილესი კერძო მფლობელია მსოფლიოში. კომპანიამ მიმდინარე თვეს მსგავსი პარტნიორობა Anthropic-თანაც გააფორმა და ჰოლდინგის მფლობელობაში უკვე ასამდე დიდი ზომის Data-ცენტრია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები