ალბათ ყველას წარმოგიდგენიათ რამდენად რთულია ცხოვრება ინდოეთის გადატვირთულ და ქაოსურ ქალაქებში. ზუსტად ორი წლი წინ Google-მა ადგილობრივი მოსახლეობისთვის და ქვეყნის სტუმრებისთვის ცხოვრების გამარტივება გადაწყვიტა.
გავლენიანი გამოცემა Forbes-ი, Google-ის წარმატებულ სტარტაპზე წერს, რომელიც ინდოეთში განახორციელა. კომპანიამ მიწოდების სერვისის განვითარებაზე გააკეთა აქცენტი, რომელიც მიზნად ისახავს მოსახლეობის მომარაგებას დაწყებული სურსათით დამთავრებული ფარმაცევტული პროდუქციით.
Google-მა აღნიშნული სტარტაპის განსახორციელებლად 12.3 მილიონი აშშ დოლარი დააბანდა ორი წლის წინ, ხოლო გასულ თვეს 45 მილიონი აშშ დოლარის ინვესტირება მოახდინა. Dunzo-ს ღირებულება 200 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა.