მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Google-მა ახალი ხელოვნური ინტელექტი Gemini გამოუშვა

Gemini
სტატიაში საუბარია:

ამერიკულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა, Google-მა ახალი თაობის ხელოვნური ინტელექტი გამოუშვა, რომლის სახელწოდებაა Gemini. ამ ენობრივმა მოდელმა კონკურენცია OpenAI-ს მიერ შექმნილ ChatGPT 4-ს უნდა გაუწიოს, რომელიც დღეისათვის ყველაზე მძლავრ ხელოვნურ ინტელექტად ითვლება.

Google-ის გენერალური დირექტორის, სუნდარ პიჩაის განცხადებით, საწყის ეტაპზე 3 ტიპის AI იქნება ხელმისაწვდომი, Gemini Nano, Gemini Pro და Gemini Ultra. მათ შორის ყველაზე სუსი Nano ვერსიაა, რომელიც Android-ით აღჭურვილ სმარტფონებში ჩაშენდება და ის პასიური ასისტენტის ფუნქციას შეასრულებს.

Gemini Pro ხელოვნური ინტელექტის აქტიური ვერსიაა, რომელიც Google Pixel-ის სერიის სმარტფონებში იქნება ხელმისაწვდომი და თან ის Bard-ის ახალი ძრავა გახდება, რაც იმას ნიშნავს, რომ Bard-ის შესაძლებლობები დრამატულად გაიზრდება.

რაც შეეხება Ultra-ს, ის data-ცენტრებზე და კორპორაციულ მომხმარებლებზე გათვლილი სუპერ ინტელექტია, რომლის შესაძლებლობების სრულად ასათვისებლად კომპლექსური დავალებების მიცემაა საჭირო.

"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.