მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Google-მა სტარტაპი Wiz-ი $32 მილიარდად შეისყიდა

wiz
სტატიაში საუბარია:

ამერიკულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა, Google-მა ისრაელური სტარტაპი Wiz-ი 32 მილიარდ დოლარად წარმატებით იყიდა. მარეგულირებლის მხრიდან საბოლოო დასტურის მიღების შემდეგ, სტარტაპი ოფიციალურად გადავიდა Alphabet-ის ჰოლდინგში, სადაც ის Google-ის ეკოსისტემის ნაწილი გახდება.

შეგახსენებთ, რომ ნიუ-იორკში ბაზირებული ისრაელური ტექნოლოგიური სტარტაპის, Wiz-ის შეძენა Google-მა 2024 წლის ივლისში გადაწყვიტა, რაც ლარი პეიჯისა და სერგეი ბრინის მიერ დაფუძნებული კომპანიის ყველაზე დიდი გარიგება უნდა ყოფილიყო. Google-ი მზად იყო კომპანიის სანაცვლოდ $16 მილიარდი გადაეხადა, მაგრამ, როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, Wiz-ის აქციონერებმა ამ გულუხვ შეთავაზებაზე უარი განაცხადეს. როგორც Wiz-ის დამფუძნებლებმა იმ დროს განაცხადეს, კომპანიას ორი მიზანი ჰქონდა: კომპანია მილიარდიან წლიურ შემოსავალზე გაეყვანათ და შემდეგ, მისი აქციები საფონდო ბირჟაზე განეთავსებინათ.

საბოლოო ჯამში, Google-მა შეთავაზებული ფასი $32 მილიარდამდე გაზარდა, რომელსაც Wiz-ის აქციონერები დათანხმდნენ.

ბევრი სხვა ისრაელური სტარტაპის მსგავსად, Wiz-იც კიბერუსაფრთხოების სფეროში ოპერირებს. Wiz-ის პროგრამული უზრუნველყოფა AWS-ის და Microsoft Azure-ის მსგავს პროვაიდერებს უკავშირდება და ამოწმებს ყველაფერს, რასაც ისინი Cloud-ზე ინახავენ, რითაც Data-ცენტრების ოპერატორი კომპანიები მომხმარებლის მხარეს არსებულ რისკებს აზღვევენ.

კომპანია ოთხმა ისრაელელმა დააფუძნა, რომლებსაც, კარიერის დიდი ნაწილი ისრაელის სამხედრო დაზვერვაში აქვთ გატარებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები