Google პაროლების სისტემას ცვლის. TechCrunch-ის ინფორმაციით, პინკოდი ყველა მომხმარებლისთვის შესვლის ძირითადი მეთოდი გახდება. აღნიშნული პინკოდი პაროლების ფიშინგ-რეზისტენტული ალტერნატივაა, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, ანგარიშებში იმავე ბიომეტრიის ან pin-ების საშუალებით შევიდნენ, რომლებსაც თავისი მოწყობილობების განბლოკვისთვის იყენებენ. ამ პინკოდზე დაყრდნობით, მომხმარებელს აღარ მოუწევს ტრადიციული username-password კომბინაციის გამოყენება.
„ეს ნიშნავს, რომ შემდეგ ჯერზე, როცა თქვენს Google ანგარიშში შეხვალთ, დაინახავთ მოთხოვნებს პაროლის შექმნისა და გამოყენების შესახებ, რაც გაამარტივებს თქვენს მომავალ შესვლას“, - აცხადებენ Google-ის პროდუქტის მენეჯერები კრისტიან ბრენდი და შრირამ კარა.
TechCrunch-ის განმარტებით, Google-ის პინკოდები შედგება ორი ნაწილისგან: ერთი ნაწილი რჩება აპის ან ვებსაიტის სერვერზე, ხოლო მეორე ინახება თქვენს მოწყობილობაზე, რაც საშუალებას გაძლევთ დაამტკიცოთ, რომ თქვენ ხართ ანგარიშის ლეგიტიმური მფლობელი. ეს ჰაკერებისთვის თითქმის შეუძლებელს ხდის მომხმარებლის ანგარიშზე დისტანციურად წვდომას, იმის გათვალისწინებით, რომ სერვერის დარღვევის შემთხვევაშიც კი, მოწყობილობაზე მომხმარებლის ფიზიკური წვდომაა საჭირო.
Google ამბობს, რომ Google-ის ანგარიშებისთვის პინკოდების გაშვების დღიდან, მომხმარებელთა 64%-მა თქვა, რომ ტრადიციულ მეთოდებთან შედარებით, აღნიშნული პინკოდი უფრო ადვილად გამოსაყენებელია. ამასთან, Google ამტკიცებს, რომ პინკოდის მეშვეობით შესვლა 40%-ით უფრო სწრაფია, ვიდრე ტრადიციული პაროლის გამოყენება.