ამერიკული Google-ი რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ დადებული პირობის აღსრულებას აგრძელებს. მიმდინარე წლის ბოლოს, Google-ი ფინანსურად აღარ მოემსახურება იმ დეველოპერებს, რომლებიც მარკეტფლეის Google Play-თან დაკავშირებული ტრანზაქციებისთვის რუსულ ანგარიშებს იყენებენ, ხოლო მომავალი წლის 15 იანვრიდან მათ აღარც ჰონორარებს გადაუხდის.
ხოლო მომავალი წლის 15 იანვრიდან მათ აღარც ჰონორარებს გადაუხდის. შეზღუდვები ასევე ეხება ამ დეველოპერების მიერ გამოშვებულ ფასიან აპლიკაციებს და აპლიკაციებში არსებულ გამოწერის ფასიან მოდულებს, რომელთა გამოყენებას რუსული საბანკო ანგარიშის მქონე დეველოპერები ასევე ვერ შეძლებენ.
შეგახსენებთ, რომ რუსეთში Google Play-ის მუშაობა კომპანიამ ნაწილობრივ პირველად 2022 წლის 5 მაისს შეზღუდა, როცა Google Play-ში რუსეთიდან აპლიკაციების ატვირთვა და ფასიანი აპლიკაციების განახლება აიკრძალა. მოგვიანებით, რუსეთიდან საერთაშორისო საგადახდო სისტემები გავიდნენ, რის გამოც, Google Play-ში აპლიკაციების ყიდვა შეუძლებელი გახდა. ყველაფერი ეს, როგორც ცნობილია, უკრაინაში ომის დაწყების გამო, რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს უკავშირდება.