მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Google-ში როსკომნადზორიდან „ეხო მოსკვის“ აპლიკაციის წაშლაზე მოთხოვნა შევიდა

62208308e0793
ვიქტორია მღებრიშვილი
03.03.22 13:20
747
Google-ში კომუნიკაციების სფეროში რუსეთის ზედამხედველობის ფედერალური სამსახურის (როსკომნადზორი) მხრიდან „ეხო მოსკვის“ აპლიკაციის წაშლის შესახებ მოთხოვნა შევიდა. ინფორმაციას „ეხო მოსკვის“ მთავარი რედაქტორი ალექსეი ვენედიქტოვი ტელეგრამ-არხის საშუალებით ავრცელებს. 

როსკომნადზორში აღნიშნულ მოთხოვნას "ინფორმაციის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ინფორმაციის დაცვის შესახებ" რუსეთის ფედერალური კანონის დარღვევით ხსნიან", - წერს TASS-ი. 

ამ ინფორმაციამდე რამდენიმე ხნით ადრე, "ეხო მოსკვის" მთავარმა რედაქტორმა ალექსეი ვენედიქტოვმა იმავე საკომუნიკაციო არხში დაწერა, რომ კომპანიის დირექტორთა საბჭოს ხმათა უმრავლესობით რადიოარხის და "ეხო მოსკვის" ლიკვიდაციის გადაწყვეტილება მიიღო. 

როგორც ალექსეი ვენედიქტოვმა განაცხადა, ამ გადაწყვეტილების შესახებ მან დიდი ხნით ადრე იცოდა და ის დღეს 14:00 საათზე თანამშრომელ ჟურნალისტებთან შეხვედრას ყველა შემთხვევაში გამართავს. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები