მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Grok-ის 18-თვიანი პაკეტი ამერიკის სახელმწიფო სააგენტოებისთვის 42 ცენტი ეღირება

xAI

ილონ მასკის xAI-მ ამერიკის შეერთებული შტატების ძირითადი სერვისების ადმინისტრაციასთან შეთანხმება გააფორმა. დოკუმენტის თანახმად, სახელმწიფო სააგენტოებს Grok-ის ჩეთბოტის გამოყენებისთვის თითო თანამშრომელზე მხოლოდ 42 ცენტის გადახდა მოუწევთ.

აღსანიშნავია, რომ გამოწერის პაკეტი 18 თვეზეა გათვლილი. მარტივად რომ ვთქვათ, სახელმწიფო უწყებაში დასაქმებულ ერთ ადამიანს Grok-ის გამოყენება წელიწად-ნახევრის განმავლობაში ისე შეეძლება, რომ ამაში შტატების ბიუჯეტიდან მხოლოდ 42 ცენტი დაეხარჯება.

შედარებისთვის, Grok-ის ჩეთბოტის გამოწერის ფასი რიგითი მომხმარებლებისთვის ერთ თვეზე $30 დოლარს შეადგენს. როგორც xAI-ში აცხადებენ სააგენტოებს, რომლებიც 42-ცენტიან პაკეტს შეიძენენ, წვდომა ექნებათ xAI-ს სპეციალისტების დახმარებაზეც, რაც ახალ მომხმარებლებს Grok-თან ადაპტირებაში დაეხმარება.

ამ ნაბიჯით მასკის კომპანიას სურს, სერიოზული კონკურენცია გაუწიოს სხვა ტექ-გიგანტებს, როგორებიც OpenAI და Anthropic-ი არიან. როგორც ცნობილია, მათი ჩეთბოტების გამოყენების ღირებულება კორპორაციული და საჯარო სექტორებისთვის 1 ადამიანზე $1 დოლარს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები