მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Gucci-ი და Alibaba თანამშრომლობას იწყებენ

5fdca70bf0f76
ნათია თაქთაქიშვილი
18.12.20 22:40
896
მსოფლიოში ცნობილი ბრენდი Gucci-ი ონლაინ გაყიდვების პლატფორმა Alibaba-სთან თანამშრომლობას განიხილავს. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

გავრცელებული ინფორმაციით, Gucci-ი Alibaba-ს გვერდზე ორ ოფიციალურ ონლაინ მაღაზიას გახსნის და ამ ნაბიჯით ეცდება ჩინურ ბაზარზე კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული შემცირებული გაყიდვები გაზარდოს.

ორივე კომპანია აცხადებს, რომ Gucci-ის პირველი მაღაზია Alibaba-ს საიტზე 21 დეკემბრიდან გამოჩნდება, ხოლო მეორე მაღაზია, რომელიც ფოკუსირებული იქნება სილამაზის პროდუქტებზე Alibaba-ს პლატფორმაზე 2021 წლის თებერვლიდან გამოჩნდება.

გამოცემა წერს, რომ ჩინელი მომხმარებელი უფრო მეტად იყენებს ონლაინ მაღაზიებს, ვიდრე აშშ-ში ან ევროპაში და მათი წილი ძვირადღირებული ბრენდების შეძენის თვალსაზრისით, გლობალურად დაახლოებით 35%-ს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ Alibaba-ს მომხმარებელთა რიცხვი 750 მილიონს აჭარბებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები