მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გუდაურში წელს ისრაელელების სეზონი იქნება - შალვა ალავერდაშვილი

გუდაური

წელს, გუდაურში ზამთრის სეზონისთვის ჯავშნები უკვე კეთდება, - ამის შესახებ BM.GE-თან ინტერვიუში სასტუმროების ფედერაციის დამფუძნებელმა შალვა ალავერდაშვილმა განაცხადა. თუმცა, როგორც ალავერდაშვილი ამბობს, კლიმატურ პირობებზე იქნება დამოკიდებული კურორტებზე 2025 წლის ზამთრის სეზონის დატვირთულობა.

"წელს, გუდაურში საკმაოდ ბევრი ჯავშანია გაკეთებული, წამყვანი ისევ ძირითადად ისრაელია ამ ეტაპისთვის, თუმცა ვნახოთ, რა მოხდება. ეს ყველაფერი, დამოკიდებულია ბუნებრივ-კლიმატურ პირობებზე და თოვლის მიხედვით გადაწყდება, როგორი სეზონი გვექნება, ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი მაინც ბუნებრივი კლიმატური პირობები იქნება.

ამგვარად, წლევანდელი წელი გუდაურში ისევ იქნება ებრაელების წელი, რაც ძალიან კარგია, რომ სეგმენტი შეიცვალა. შარშან კურორტზე ახალგაზრდა ებრაელები ჩამოვიდნენ და წელსაც ველოდებით ამ სეგმენტის და ტურისტების რაოდენობის ზრდას, განსაკუთრებით ისრაელიდან.” - აცხადებს შალვა ალავერდაშვილი.

რაც შეეხება ზაფხულის და შემოდგომის სეზონს, ალავერდაშვილი ამბობს, რომ საერთო ჯამში, არ იყო ცუდი სეზონი.

“მაისის შემდეგ სეზონი იყო საკმაოდ ნორმალური. ოქტომბერიც საკმაოდ დადებითი შედეგების თვე იყო. ახლა უკვე არასეზონზე ვართ - ნოემბერი, დეკემბერი ანუ ახალ წლამდე არასეზონული პერიოდია, თუმცა, ამ ეტაპზე ცუდი შედეგები არ გვაქვს, მაგრამ ნოემბერი ყოველთვის დაბალი სეზონი იყო და ახლაც დაბალ სეზონად ითვლება", - აღნიშნა სასტუმროების ფედერაციის დამფუძნებელმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები