მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

“გურია მთავარ როლში” - ტურიზმის ადმინისტრაციისა და Starring Georgia-ს ერთდღიანი ტრენინგი სასტუმრო ბიზნესს

ტურიზმი

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებითა და Starring Georgia-ს ინიციატივით გურიაში “საოჯახო სასტუმროს მართვა და მომსახურების უნარ-ჩვევების“ გადამზადების ერთდღიანი კურსი მიმდინარეობს.

“გურია მთავარ როლში” - ასე ჰქვია Starring Georgia-ს ახალ კამპანიას, რომელიც გურიის რეგიონის მეწარმეების მხარდასაჭერად ხორციელდება. კამპანიის ფარგლებში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ დაწყებული გადამზადების კურსი ხელს შეუწყობს გურიაში შიდა ტურიზმის სტიმულირებასა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას.

პირველი ტრენინგი - “საოჯახო სასტუმროების მართვა”, 14 თებერვალს ოზურგეთში გაიმართა. 6-საათიანი ტრენინგის განმავლობაში დამსწრეებმა ინფორმაცია მიიღეს, როგორ წარადგინონ თავიანთი სასტუმრო უკეთ სხვადასხვა პლატფორმებზე და ამ გზით მეტი ვიზიტორი მოიზიდონ. აღნიშნული ტრენინგი 15 და 16 თებერვალს ჩოხატაურსა და ლანჩხუთშიც ჩატარდება", - წერია ტურიზმის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ინფორმაციითვე, ეს პირველი ტრენინგია, რომელიც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებითა და Starring Georgia-ს ინიციატივით ტარდება. შემდეგში ეტაპობრივად სხვა კურსების დამატებაც იგეგმება. ყველა ტრენინგი ერთდღიანია და მისი გავლის შემდეგ ყველა დამსწრეს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისგან სერტიფიკატი გადაეცემა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები