პარტაქტივი და ჩიქოვანისა და ხაზარაძის მიერ დაფინანსებული ორგანიზაციის წევრები - ასე იხსენიებს პრემიერი ახალგაზრდებს, რომლებიც რამდენიმე დღეა პარლამენტში ინიციირებულ "რუსულ კანონს" აპროტესტებენ და დედაქალაქში სპონტანურ მსვლელობებს აწყობენ.
ირაკლი კობახიძის თქმით, გუშინ აქციაზე დიდი უმრავლესობა პარტიული აქტივი იყო.
"გუშინ, იყო 350 ადამიანი. საიდანაც უდიდესი უმრავლესობა იყო პარტაქტივი. დიმა ჩიქოვანის, ხაზარაძის და ა.შ პარტაქტივი მათ მიერ დაფინანსებული ორგანიზაციები. აქედან გამომდინარე, შეკრება უჭირთ ადამიანებს.
ჩვენ რა თქმა უნდა ველოდებით, რომ მეორე მოსმენის დროს ისინი შეიკრიბებიან და ეს მათი უფლებაა. შეიკრიბონ, როგორც უნდათ და სადაც უნდათ. ორშაბათს გაიმართება შეკრება, სადაც ჩვენ ველოდებით ათიათასობით ჩვენს მხარდამჭერს. სამშაბათს, ოთხშაბათს და ხუთშაბათს, რამდენიც უნდათ, იმდენი შეიკრიბონ", - განაცხადა პრემიერ მინისტრმა.




























