მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გუტიერეში: "მსოფლიომ ვერ გამოიჩინა ერთიანობა, რის გამოც, ვირუსი კონტროლს აღარ ექვემდებარება“

5f6df28b7a63a
ნათია თაქთაქიშვილი
25.09.20 20:40
1615
გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერეშმა გაეროს უსაფრთხოების საბჭოს შეხვედრაზე განაცხადა, რომ პანდემიასთან ბრძოლაში მსოფლიო თანამეგობრობა არასათანადოდ მოქმედებს და გლობალური თანამშრომლობა არასაკმარისია.

„პანდემია არის გამოცდა საერთაშორისო თანამშრომლობისთვის. ეს გამოცდა ჩვენ ვერ გავიარეთ“, – განაცხადა ანტონიო გუტიერეშმა.

მისივე თქმით, მსოფლიომ პანდემიის დროს ვერ გამოიჩინა სოლიდარობა და ერთიანობა, რის გამოც, „ვირუსი კონტროლს აღარ ექვემდებარება“.

აღსანიშნავია, რომ გუტიერეშის განცხადებამ მწვავე რეაქცია გამოიწვია აშშ-ის, ჩინეთის და რუსეთის წარმომადგენლებს შორის და მხარეები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

აშშ-ის წარმომადგენელმა კელი კრაფტმა ხელი ჩინელი კოლეგის ჟანგ ჯუნის მისამართით გაიშვირა და ჩინეთი კიდევ ერთხელ დაადანაშაულა პანდემიასთან დაკავშირებულ გაუმჭვირვალე ინფორმაციის გავრცელებაში.

ამერიკელი კოლეგის საპასუხოდ ჟანგ ჯუნმა განაცხადა, რომ საკმარისია სხვების დადანაშაულება, რადგან ეს პრობლემას ვერ მოაგვარებს. მოგვიანებით, ჩინეთმა და რუსეთმა ერთობლივად აშშ-ის ბრალი დასდეს კორონავირუსთან დაკავშირებული ინფორმაციის პოლიტიზრებაში და იზოლაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები