მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გვაქვს მოლოდინი, რომ [საქართველოზე] EU-ს მტკიცე პოზიცია ექნება" - ესტონეთის პრემიერი

მიხალი

ესტონეთის პრემიერ-მინისტრი, კრისტენ მიხალი მედიასთან აღნიშნავს, რომ ევროპული საბჭოს დღევანდელ სხდომაზე საქართველოს საკითხები განიხილება და არსებობს მოლოდინი, რომ ევროკავშირს მტკიცე პოზიცია ექნება ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე.

"ერთ-ერთი განსახილველი თემაა საქართველო: ძალადობა მომიტინგეებზე გრძელდება, ესტონეთს აქვს შემუშავებული სანქციათა სია საქართველოს წინააღმდეგ და გვაქვს მოლოდინი, რომ ევროპაც მტკიცე პოზიციას დააფიქსირებს", - ამბობს კრისტენ მიხალი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები