მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გვჭირდება დაფიქრება, ეს ტრაგიკული მოვლენები შემთხვევითობას რამდენად მიეკუთვნება - პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი
BM. GE
09.09.23 00:01
5

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი გურიაში სტიქიის ზონაში არსებულ ვითარებას და საქართველოს ეროვნული არქივის ეზოში, ცალკე მდგომ შენობაში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით ფაქტებს გამოეხმაურა.

მისი თქმით, დაფიქრება გვმართებს, რამდენად არის ეს შემთხვევითობა.

"მძიმე დღე-ღამე დაგვიდგა: გურიაში სტიქიის ზონაში დაღუპული ბავშვები და კიდევ ერთი სიტყვის მიღმა დარჩენილი ტრაგედია! სამძიმარს ვუცხადებ ოჯახებს, ახლობლებს და ჩვენ საზოგადოებას. 

არქივში გაჩენილი ხანძარი სხვა კუთხით მტკივნეულ იარებს აღვივებს - ჩვენში წარსულისა და მეხსიერების დაკარგვის შიშს აჩენს.

ამ დროს, ყველაზე მეტად გვჭირდება დაფიქრება, ეს  ტრაგიკული მოვლენები რამდენად მიეკუთვნება შემთხვევითობას , თუ პირიქით ეს ყველაფერი ჩვენი საქციელის, ქვეყნისა მოუმზადებლობის  და ადამიანების მიმართ გულგრილობის შედეგია …  ვაგრძელებთ ძველებურად - ბოღმას, სიძულვილს, ერთმანეთის გაუტანლობას", - წერს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.