მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გვჭირდება გადავიაზროთ, ჯერ კიდევ იმსახურებს თუ არა საქართველო პრივილეგირებულ ურთიერთობას - ელჩი

ჰერჩინკსი

საქართველოში ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი ამბობს, რომ გასულ წელს განვითარებულმა მოვლენებმა კითხვა გააჩინა, რამდენად ჯერ კიდევ დემოკრატიული ქვეყანაა საქართველო და ასევე, რამდენად სურს ევროკავშირში გაწევრიანება.

მისი თქმით, სწორედ ამიტომ, ევროკავშირმა უნდა გადაიაზროს საქართველოსთან პრივილეგირებული ურთიერთობა - ასოცირების შეთანხმება, უვიზო რეჟიმი, DCFTA და კანდიდატის სტატუსი რამდენად კვლავ დამსახურებულია. ამის შესახებ ელჩმა უვიზო რეჟიმზე კითხვის საპასუხოდ განაცხადა, კერძოდ, კითხვაზე, კვლავ განიხილება თუ არა საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შეჩერება.

„როგორც ჩემმა ხელმძღვანელებმა არაერთხელ თქვეს, ყველაფერი განიხილება. ჩვენ განვავითარეთ პრივილეგირებული ურთიერთობები საქართველოსთან, ასოცირების შეთანხმების, უვიზო რეჟიმის, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებისა და ახლა უკვე კანდიდატის სტატუსის საფუძველზე, მაგრამ ეს ყველაფერი დაეფუძნა იმას, რომ პირველი - საქართველო არის დემოკრატიული ქვეყანა და მეორე, რომ საქართველოს სურს, შეუერთდეს ევროკავშირს. რაც ჩვენ გასულ წელს ვნახეთ, აჩენს სერიოზულ კითხვებს, თუ არის საქართველო კვლავ დემოკრატიული ქვეყანა და მართლა სურს თუ არა ევროკავშირში გაწევრიანება. ასე რომ, ჩვენ გვჭირდება, გადავიაზროთ ყველა ეს პრივილეგირებული ურთიერთობა არის თუ არა ჯერ კიდევ დამსახურებული. ეს განხილვა ბრიუსელში გრძელდება“, – თქვა ელჩმა, რომელიც პოლონეთის საელჩოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას დაესწრო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები