მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გვენეტაძის განცხადებით, რომ არა პანდემია და ომი, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიის რეიტინგი ექნებოდა

63ad7387ec501
შოთა ტყეშელაშვილი
29.12.22 16:39
690
2023 წლის მარტში კობა გვენეტაძეს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის ვადა ეწურება. სებ-ის პრეზიდენტმა გადაცემა “ანალიტიკაში” მისი საქმიანობის 7-წლიანი მანდატის და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა.

კობა გვენეტის განცხადებით, მთავარ მიღწევად ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებას მიიჩნევს. კითხვაზე თუ რას მიიჩნევს გულდასაწყვეტად, კობა გვენეტაძე სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ საუბრობს. მისი თქმით, რომ არა პანდემია და ომი, საქართველოს უკვე საინვესტიციო ხარისხის რეიტინგი ექნებოდა.

“2011 წლის შემდეგ 2017 წელს პირველად გაიუმჯობესა საკრედიტო რეიტინგი, მუდისი იყო პირველი, რასაც მოჰყვა S&P და Fitch-ი და შემდეგ გაგრძელდა ეს. ამჟამად ორი ბიჯი გვაკლია, საინვესტიციო რეიტინგამდე. 95%-იანი დარწმუნებულობით ვამბობ, რომ თუ არ იქნებოდა პანდემია და რუსული აგრესია, დღეს ნამდვილად ვიქნებოდით საინვესტიციო რეიტინგით. ყველა ის მიმართულება, იქნებოდა ეს ფისკალური დეფიციტი, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, ეს იყო ვალის დონე, დედოლარიზაციის შედეგები, ფინანსური სისტემის მაჩვენებლები, აბსოლუტურად ყველაფერი თანმიმდევრულად მიდიოდა ისე რომ ჩვენ აუცილებლად იქ უნდა ვყოფილიყავით. სამწუხაროდ შეიძლება ითქვას, რომ ორი წელი დაიკარგა. ძალიან მწყდება გული, რომ ჩემი პრეზიდენტობის პირობებში საქართველომ ვერ მიაღწია საინვესტიციო რეიტინგის დონეს,”- გადაცემა "ანალიტიკას" ეთერში განაცხადა კობა გვენეტაძემ.

საქართველოს საკრედიტო რეიტინგი სამივე ძირითადი სააგენტოს დასკვნით 2019 წლიდან უცვლელია და BB/Ba2 დონეს (Fitch; S&P; Moody’s) შეადგენს. იმისთვის, რათა აღნიშნული რეიტინგი საინვესტიციო კატეგორიის გახდეს, ამისთვის მისი ორი საფეხურით მომატებაა აუცილებელი.