მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„გვესმის IMF-ის წუხილი, თუმცა დეტალურად ავუხსნით“ - თურნავა სებ-ის ახალ კანონზე

6494681c9741b
ვიქტორია მღებრიშვილი
22.06.23 19:39
850
სტატიაში საუბარია:
ეროვნული ბანკის მოვალეობის შემსრულებლის ნათია თურნავას, სებ-ის კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით, სავალუტო ფონდის წუხილი ესმის, თუმცა მარეგულირებელი სავალუტო ფონდისთვის არსებული ცვლილებების მნიშვნელობის ახსნას შეეცდება და ფონდთან თანამშრომლობას გააგრძელებს.

კითხვაზე - დგას თუ რა ქვეყნისთვის სავალუტო ფონდის პროგრამების შეჩერების რისკი, სებ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი აცხადებს, რომ საკითხს ასე არ დააყენებდა.

„ჩემი პოზიცია კანონთან დაკავშირებით ყოველთვის ეს იყო, რასაც ახლა ვამბობ. საჯაროდ ეს აქამდე არასდროს გამომიხატავს. დიახ, იყო კითხვები და გვესმის სავალუტო ფონდის წუხილი. გარკვეულწილად ეს იყო ეროვნული ბანკის ყოფილი მენეჯმენტის პოზიციაც, რომ წინასწარი კომუნიკაცია და მეტი კონსულტაცია უნდა ყოფილიყო. მაგრამ საბოლოო ჯამში ამ კანონმა გაცილებით დიდი პრობლემა მოხსნა და მე კონკრეტულად გითხარით, დეკემბერში როდესაც არჩილ მესტვირიშვილს გუნდში ყოფნის ვადა უმთავრდება, რა ხდება ამ დროს, ძველი კანონი ამის შესახებ არაფერს ამბობდა. ახლა როგორც ბევრ სხვადასხვა უწყებაში და სტრუქტურაში ხდება, კანონით იქნება გაწერილი ეს მემკვიდრეობითობა.

სავალუტო ფონდთან ვაპირებთ თანამშრომლობას, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ყველა გაუგებრობა აღმოიფხვრას და ჩვენ მათთან ეფექტიანი თანამშრომლობა გავაგრძელოთ.

მე ასე საკითხებს არ დავაყენებდი[პროგრამების შეჩერებაზე]. ის სტრუქტურული ცვლილებები, რომელიც ეროვნულ ბანკში მოხდა, გარანტიაა, რომ ეროვნული ბანკის მენეჯმენტი ნებისმიერ ვითარებაში იქნება სტაბილური, როდესაც ეროვნული ბანკს არ ჰყავს პრეზიდენტი. იმედი მაქვს, სავალუტო ფონდსაც დეტალურად ავუხსნით ამ მომენტს“, - განაცხადა სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები