მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გვესმის, რომ დღეს არ გვილხინს, თუმცა უნდა ვიმუშაოთ მეტი - გიორგი გახარია

5e0a0b8834eac
ინგა მურუსიძე
30.12.19 10:17
889
"გვესმის, რომ დღეს არ გვილხინს, თუმცა უნდა ვიმუშაოთ მეტი", – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა. 

პრემიერის თქმით, საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა სამუშაო ადგილებია.  

"უნდა გავიხსენოთ ჩვენი ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტები. ჩვენი მთავრობის ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტი გახლავთ სამუშაო ადგილები. ეს არის უაღრესად დიდი გამოწვევა ქვეყნისთვის და რა თქმა უნდა, კარგად გვესმის, რომ დღეს არ გვილხინს, თუმცა უნდა ვიმუშაოთ მეტი კონცენტრირებულად და უნდა ვთქვათ, რომ ჩვენი პარტნიორები სამუშაო ადგილების შექმნის კუთხით არის ქართული ბიზნესი. ჩვენი მთავრობის ძირითადი ამოცანა გახლავთ ძლიერი ქართული ბიზნესი, ძლიერი ქართული კომპანიები, რომლებიც ქმნიან ახალ, დამატებით სამუშაო ადგილებს. სწორედ ამიტომ ჩვენ გავააქტიურეთ ურთიერთობა და თანამშრომლობა ბიზნესთან, მოვხსენით ბევრი მიმდინარე პრობლემა, თუმცა არსებობს კიდევ გამოწვევები, რომლებსაც ერთობლივად უნდა ვუპასუხოთ", - განაცხადა პრემიერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები