მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გვინდა, 2028 წლისთვის 90%-ზე მეტი გვქონდეს შესრულებული ასოცირებით ნაკისრი ვალდებულებებიდან - კობახიძე

კობახიძე
BM. GE
27.06.25 19:19
421

"2028 წლისთვის გვინდა, 90%-ზე მეტი გვქონდეს შესრულებული ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებიდან", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლების მიზანია, 2030 წელს საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა.

„გვაქვს კონკრეტული მიზანი დასახული - 2028 წლისთვის გვინდა, რომ 90%-ზე მეტი გვქონდეს შესრულებული ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებიდან. ამაზე აქტიურად განვაგრძობთ მუშაობას, ეს უნდა მოხდეს მთავრობისა და პარლამენტის აქტიური კომუნიკაციით. უახლოეს პერიოდში, ასევე, ვგეგმავთ შესაბამისი სამთავრობო კომისიის მოწვევას, ეს არის ერთ-ერთი პრიორიტეტი, ჩვენი მიზანია, 2030 წელს გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა და ამ კუთხით ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, ბუნებრივია, არის ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება,“- განაცხადა კობახიძემ.

გასული წლის ბოლოს საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უარს ამბობს 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნაზე.

„დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხი. ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარს ვამბობთ ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან", - განაცხადა კობახიძემ 2024 წლის ნოემბერში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები