მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გვინდა ბაქო-სუფსის ტერმინალი დავტვირთოთ - ილჰამ ალიევი

635669108e9ad
ინგა მურუსიძე
24.10.22 14:36
1110
ბაქო-სუფსას ტერმინალი, ახლა არ არის ქმედით მდგომარეობაში, მაგრამ გვინდა ეს არხიც დავტვირთოთ, - ამის შესახებ საქართველოში ვიზიტით მყოფმა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა. ის საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა. შემდეგ კი მხარეებმა ერთობლივი ბრიფინგი გამართეს.

ალიევის თქმით, ღარიბაშვილთან შეხვედრისას საუბარი შეეხო სამომავლო ენერგეტიკულ პოლიტიკას და იმ პროექტებს, რომელიც უკვე განხორციელებულია.

„საოპერაციო კუთხით ძალიან წარმატებულია ეს პროექტები და მოუთმენლად ველოდებით ახალი პროექტების დაწყებას, რათა გაიზარდოს ბუნებრივი აირის ექსპორტი საერთაშორისო ბაზრებზე. ჩვენ ვაპირებთ 22 მლნ კუბური მეტრის ექსპორტს და მომდევნო წლებში კიდევ უფრო გაზრდას. წელს ხელი მოეწერა მემორანდუმს ევროკომისიასთან და მომდევნო 5 წლის განმავლობაში აზერბაიჯანი აპირებს გააორმაგოს მისი ბუნებრივი აირის ექსპორტი ევროპის მიმართულებით.

ჩვენ გვაქვს ამის საშუალება და ვაპირებთ 2027 წლისთვის ექსპორტზე გავიტანოთ თითქმის 20 მლრდ კუბური მეტრი ბუნებრივი აირი. ეს განვიხილეთ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან. იქნება ახალი საკითხებიც განსახილველი. ამასობაში, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი გაზრდის ექსპორტს. ამ მილსადენით გაიზრდება ექსპორტი, კიდევ უფრო დაიტვირთება მილსადენი და კიდევ უფრო მეტად გვინდა გამოვიყენოთ ბაქო-სუფსას ტერმინალი, რომელიც ახლა არ არის ქმედით მდგომარეობაში, მაგრამ გვინდა ეს არხიც დავტვირთოთ“, - განაცხადა ალიევმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები