მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გვინდა, რაც შეიძლება მალე შესრულდეს ყველა რეფორმა, რომელიც გათვალისწინებულია ევროკომისიის 9 ნაბიჯში - ღარიბაშვილი

ღარიბაშვილი

მთავრობის სხდომაზე დავამტკიცებთ დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმას, რომელიც განსაზღვრული იყო და შემადგენელი ნაწილია 12 პრიორიტეტის და ახლა უკვე ამ 9 ნაბიჯის მიხედვით, ჩვენ ავიღეთ ვალდებულება ამის დამტკიცების თაობაზე,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ხელისუფლებას თითოეულ გადასადგმელ ნაბიჯზე თუ რეფორმებზე კონკრეტული ხედვა აქვს, გაწერილი აქვს შესაბამისი სამოქმედო გეგმაც და შესრულების ვადებიც.

„მე მინდა ჩვენს საზოგადოებას ვუთხრა, რომ დღეს მთავრობის სხდომაზე დავამტკიცებთ დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმას, რომელიც გათვალისწინებული და განსაზღვრული იყო ისედაც და არის შემადგენელი ნაწილი 12 პრიორიტეტის და ახლა უკვე ამ 9 ნაბიჯის მიხედვით, ჩვენ ავიღეთ ვალდებულება ამის დამტკიცების თაობაზე. მთავრობის სხდომაზე დავამტკიცებთ ამ გეგმას. 3 საათზე მექნება უკვე ევროკავშირთან ინტეგრაციის სახელმწიფო კომისიის სხდომა. ჩვენ ჩვენს პარლამენტთან ერთად განვიხილეთ, მანამდე სამუშაო შეხვედრაც გვქონდა პარტიაშიც და პარლამენტარებთანაც გავიარეთ ეს საკითხები, ე.წ 9 ნაბიჯი, რომელიც უნდა გადაიდგას მთავრობის მიერ.

ჩვენ დღეს განვიხილავთ და მოვიწონებთ, წინასწარ უკვე შედგენილი გვაქვს ერთგვარი მონახაზი, სამოქმედო გეგმას მოვიწონებთ, თითოეულ ამ გადასადგმელ ნაბიჯზე თუ რეფორმებზე გვაქვს კონკრეტული ხედვა, გაწერილი გვექნება შესაბამისი სამოქმედო გეგმაც და შესრულების ვადებიც. ამიტომ, ამასაც აქტიურად დავიწყებთ, დაწყებულია უკვე მუშაობა პრინციპში. ბატონ დარჩიაშვილს ექნება კომუნიკაცია მის ევროპელ კოლეგებთან, მეც მექნება შეხვედრები და კომუნიკაცია ჩვენს ევროპელ კოლეგებთან და ამ ინფორმაციას მივაწოდებთ მათ. ჩვენი ყველას საერთო სურვილია, რომ რაც შეიძლება მალე იქნას შესრულებული ყველა ეს რეფორმა, რომელიც არის გათვალისწინებული ამ 9 ნაბიჯში, ამ 9 ნაბიჯის მიხედვით არის გათვალისწინებული“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები