მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ღვინის ხარისხის კონტროლის არსებული სისტემა გადასახედია - "თბილღვინო"

5dd138b36c453
ანუკა ჯოხაძე
17.11.19 16:26
1605
“ღვინის ხარისხის კონტროლი ახალ ეტაპზეა გადასასვლელი”- ამის შესახებ თბილვინოს დამფუძნებელმა ზურაბ მარგველაშვილმა BM.GE-თან საუბრისას განაცხადა.

მარგველაშვილის თქმით, იმის გათვლისწინებით, რომ ქვეყანაში ღვინის ექსპორტი იზრდება, არსებული კონტროლის მექანიზმი ვეღარ უმკვლავდება ბაზარს, შესაბამისად, მისი თქმით, რეგულაციები უნდა გამკაცრდეს და შეეხოს როგორც ბოთლის, ისე ჩამოსასხმელ ღვინოს.

“ბოლო სამი წლის განმავლობაში გაორმაგდა ქართული ღვინის ექსპორტი, რაც ცალსახად დადებითია, მაგრამ ამავდროულად არსებობს რისკები და ცდუნებები. ამიტომ ყოველი ბოთლი უნდა იყოს გარანტირებულად შემოწმებული. როცა ვსაუბრობთ, რომ ხარისხის კონტროლი უნდა გამკაცრდეს, ეს უნდა იყოს სამართლიანად გამკაცრებული. სისტემა, რომელიც სამი წლის წინ უმკლავდებოდა არსებულ გამოწვევებს, დღეს რისკები გაზრდილია და სანამ ეს გაზრდილი რისკები მტკივნეულად დაგვარტყამს, გვინდა, რომ აქამდე არ მივიდეს საკითხი. ჩვენ ცალკე არ უნდა განვიხილოთ ჩამოსასხმელი ღვინო და ბოთლის ღვინო, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ რისკები ხარისხთან დაკავშირებით ორივე შევთხვევაში არის”-აცხადებს კომპანია “თბილვინოს” დამფუძნებელი ზურაბ მარგველაშვილი.