მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გვჯერა, თქვენი ლიდერობით ევროკომისია ძლიერ მიმართულებას მოგვცემს, რათა დაგვეხმაროს ევროპულ გზაზე დაბრუნებაში" - ზურაბიშვილი ფონ დერ ლაიენს

ზურაბიშვილი ლაიენი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ურსულა ფონ დერ ლაიენს ევროპარლამენტის მიერ ევროკომისიის ახალი შემადგენლობის დამტკიცებას ულოცავს. როგორც პრეზიდენტის ტვიტშია აღნიშნული, ის იმედს გამოთქვამს, რომ ლაიენის ლიდერობით ევროკომისია საქართველოს ევროპულ გზაზე დაბრუნებაში დაეხმარება.

“გილოცავთ, პრეზიდენტო ურსულა ფონ დერ ლაიენ, თქვენს ახალ მანდატს. მჯერა, რომ როგორც აქამდე იგივე ერთგულებით გააგრძელებთ უკრაინაში, საქართველოსა და მოლდოვაში თავისუფლებისა და დემოკრატიის და უფრო დიდი და ძლიერი ევროპის პრინციპის დაცვას. დღეს, რთული პერიოდის წინაშე, ქართველებს გვჯერა, რომ თქვენი ლიდერობით ახალი ევროკომისია ძლიერ მიმართულებას მოგვცემს, რათა დაგვეხმაროს ჩვენი ქვეყნის ევროპულ გზაზე დაბრუნებაში”, - წერს პრეზიდენტი ზურაბიშვილი.

ცნობისთვის, ევროპარლამენტმა ევროკომისიის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა. ურსულა ფონ დერ ლაიენის ხელმძღვანელობით, ახალმა ევროკომისიამ მიიღო საბოლოო თანხმობა ევროპარლამენტისგან, რაც საშუალებას აძლევს 1-ელ დეკემბერს შეუდგეს უფლებამოსილების შესრულებას, 5 წლის ვადით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები