მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„გზამკვლევი დეველოპერებისთვის“ - „ტასჰაბის“ რჩევები დეველოპერული სექტორისთვის

ტასჰაბი

გადაცემა "უძრავი ქონებს პროსპექტმა“ არქიტექტურულ კომპანია "ტასჰაბთან" პარტნიორობა დაიწყო. ყოველი თვის ბოლო კვირის გადაცემაში, კომპანიის დამფუძნებელი სტუმრებთან ერთად სამშენებლო და დეველოპერულ სექტორისთვის აქტუალურ თემებზე ისაუბრებს.

„კომპანია "ტასჰაბი" რუბრიკის ფარგლებში იმ კომპანიების წარმომადგენლებს უმასპინძლებს, რომლებთან თანამშრომლობის გამოცდილებაც ჩვენ გაგვაჩნია და საერთო ჯამში ერთად გაგიზიარებთ იმ ინფორმაციას, რაც ამ პროცესის გარშემო მაყურებლისთვის და მკითხველისთვის სასარგებლო იქნება. ამ რუბრიკის პირველ ეთერში, ჩვენ „არქის“ გენერალურ დირექტორთან შიო ხეცურიანთან ერთად, მშენებლობისთვის საჭირო დოკუმენტაციის ჩამონათვალზე, ნებართვებზე, „ტასჰაბთან“ თანამშრომლობის დადებით გამოცდილებაზე და ყველა იმ პროცედურაზე ვისაუბრეთ, რისი გავლაც მშენებლობის დაწყებამდე უწევს როგორც იურიდიულ, ისე ფიზიკურ პირს.

როგორც მოგეხსენებათ, მშენებლობა კომპლექსური პროცესია და არანაკლებ რთულია მშენებლობის წინარე ეტაპი -პროექტის შეთანხმება. უმეტეს შემთხვევაში ეს პროცესი ძალიან დიდ დროსთან და ენერგიასთან არის დაკავშირებული, რაც თვეობით გრძელდება. ეს მოიცავს ძალიან ბევრი და სხვადასხვა მიმართულების დოკუმენტების მოგროვებას მომიჯნავე საკითხებში და მათ შორის გრგ-სა და არქიტექტურული პროექტის მომზადებისათვის. რა თქმა უნდა, ბევრი სხვადასხვა სფეროს სპეციალისტის მოძიება და მათგან დოკუმენტების შეგროვება პროექტის შეთანხმების პროცესს კიდევ უფრო ართულებს და აი, სწორედ ამაში ეხმარება „ტასჰაბი“ თავის პარტნიორებს. კომპანიების წარმომადგენლებს ხანდახან წარმოუდგენიათ, რომ თუკი არქიტექტურული გუნდი ჰყავთ, ყველა დოკუმენტის წარმოდგენა შეუძლიათ, მაგრამ ხშირად ასე არ არის. ამ პროცესის შეთანხმებისთვის საჭიროა უამრავი დოკუმენტი და თუ ამაში კონსულტაციას არ გიწევს გამოცდილი კომპანია სერვისების ერთობლიობით, ის დროში ჭიანურდება.

ერთი ფანჯრის პრინციპის სიმარტივის და დადებითი გამოცდილების პრაქტიკა ჩვენს პარტნიორებს ნამდვილად გააჩნიათ და გვინდა, ერთად მოვუყვეთ ამის შესახებ უფრო მეტ ადამიანს, რათა ეს პროცესი ჩვენი დახმარებით გახდეს უფრო მარტივი და დროში პროგნოზირებადი,“ - განაცხადა სერგი გიორგაიამ.

"ტასჰაბი," მომხმარებელს ყველა ტიპის საპროექტო დოკუმენტაციას ერთ სივრცეში სთავაზობს. კომპანია უკვე 5 წელია ბაზარზეა და ამ დროის განმავლობაში რამდენიმე ათეული პროექტი აქვს შესრულებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები