მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Hack Days Georgia 2023 იწყება - საპრიზო ფონდი 30 000 დოლარია

დეი
BM. GE
12.08.23 00:29
66

Hack Days Georgia 2023 იწყება - საპრიზო ფონდი 30 000 დოლარია. ეს არის ტექნოლოგიური ღონისძიება, რომელიც ნიკო კვარაცხელიას დაბადების დღის სამახსოვროდ საქართველოს ფერმერთა ასოციაცია, ნიკო კვარაცხელიას სახელობის ფონდი და Gagra Ventures-ი აანონსებენ.

"12 აგვისტო ახალგაზრდა ტექ-ენტრეპრენერის - ნიკო კვარაცხელიას დაბადების დღეა, რომელმაც მისი ინოვაციური იდეების მრავალმილიონიან პროექტებად ტრანსფორმირებამდე დაგვტოვა. ეს ღონისძიება გააერთიანებს არაერთ სხვადასხვა აქტივობას - იდეათონს, ჰაკათონს, პრე-აქსლერაციას, აქსელერაციას და სხვა.

ჩაერთე მარათონში, გამოავლინე ცოდნა, გამოიყენე უნარები, გაიმარჯვე და მიიღე 30 ათას აშშ დოლარამდე საპრიზო ფონდის წილი, რომელიც ჩვენმა პარტნიორებმა - ნიკო კვარაცხელიას ფონდმა, Gagra Ventures-მა და Feedc-მა დააწესეს.

თუ შენ საკუთარ ტექნოლოგიურ უნარებს ამ სფეროებს უკავშირებ:

➡აგრიტექი;
➡ხელოვნური ინტელექტი;
➡სამომხმარებლო ტექნოლოგიები;
➡Web3;
➡ინფრასტრუქტურა;
➡ვიდეო თამაშები

მაშინ Hack Days Georgia 2023 შენთვისაა!

თუ დაინტერესებული ხარ აგრიტექით, შეავსე განაცხადი და შემოგვიერთდი: https://shorturl.at/zM269 

თუ დაინტერესებული ხარ ტექით, შეავსე განაცხადი და შემოგვიერთდი: https://shorturl.at/jlpzY 

Hack Days Georgia 2023 განსაკუთრებული სიამაყით წარმოგიდგენთ ნიკო კვარაცხელიას სახელობის პრიზს - The Nico Kvar Prize, რომელიც წელს პირველად და შემდეგ უკვე ყოველწლიურად გადაეცემათ საუკეთესოთა შორის საუკეთესო დამწყებ ტექ-ენტრეპრენერებს საქართველოდან.

ნიკო კვარაცხელიას სახელობის პრიზი - The Nico Kvar Prize ნიკოს სახელობის ფონდისა და Gagra Ventures-ის მიერ არის ინიცირებული და მიზნად ისახავს ყველაზე ამბიციური და ნიჭიერი ახალგაზრდა ქართველების ტექნოლოგიური მიმართულებით გაძლიერებას.  ნიკოს პრიზი აირს შესაძლებლობა, მიიღოთ გრანტი და პერსპექტივა, მოიზიდოთ შემდგომი დაფინანსება გლობალური ე.წ. venture capital ფირმებისგან.

ღონისძიება გაიმართება სექტემბრის ბოლოს-ოქტომბრის დასაწყისში", - ნათქვამია საქართველოს ფერმერთა ასოციაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.