მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჰაკერებმა $320 მლნ ღირებულების კრიპტოვალუტა მოიპარეს - CNBC

61fb866e6e75d
თათია კაკიაშვილი
04.02.22 01:00
2030
ჰაკერებმა Ethereum-ისა და Solana-ს ბლოკჩეინებიდან 320 მლნ დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტა მოიპარეს. ამის შესახებ CNBC წერს. გამოცემის ცნობით, ეს არის სიდიდით მეორე კრიპტოძარცვა, 600 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის მოპარვის შემდეგ.

ბლოკჩეინის კიბერუსაფრთხოების კომპანია CertiK-ის ანალიზი აჩვენებს, რომ თავდამსხმელის მოგება ამ დროისთვის არის მინიმუმ 251 მილიონი დოლარის ღირებულების Ethereum, 47 მილიონი დოლარის Solana და 4 მილიონ დოლარზე მეტის - USDC, სტაბილური კოინი, რომელიც აშშ დოლარზეა დამოკიდებული.

Ethereum ყველაზე ხშირად გამოყენებული ბლოკჩეინის ქსელია, რომელსაც გარკვეული ტიპის ბიზნეს ტრანზაქციებში პროგრამირებადი კოდის ნაწილით შეუძლია შეცვალოს ისეთი შუამავლები, როგორიცაა ბანკები და იურისტები. მისი შედარებით ახალი კონკურენტი, Solana კი სულ უფრო პოპულარული ხდება, რადგან ის უფრო იაფი და სწრაფად გამოყენებადია, ვიდრე - Ethereum NFT.

ცნობისთვის, ბოლო თვეების განმავლობაში კრიპტოპლატფორმები არაერთი კიბერთავდასხმის წინაშე აღმოჩნდნენ. სპეციალისტების განმარტებით, Wormhole Bridge-ზე $320 მილიონიანი კიბერშეტევა ხაზს უსვამს ბლოკჩეინის პროტოკოლებზე თავდასხმების მზარდ ტენდენციას, რაც ბლოკჩეინების უსაფრთხოებას მუდმივი რისკის ქვეშ აყენებს.