მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჰაკერებმა ბლოკჩეინ ხიდიდან $200 მილიონის კრიპტოვალუტა მოიპარეს

62e8f36ee9b49
გიორგი თოლორდავა
02.08.22 14:15
1349
კრიპტოინდუსტრია მორიგი მასშტაბური კიბერდანაშაულის სამიზნე გახდა. ჰაკერებმა ბლოკჩეინ ხიდიდან, სახელწოდებით Nomad, თითქმის 200 მილიონი დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტა მოიპარეს.

ბლოკჩეინ ხიდები დეცენტრალიზებული ფინანსების (DeFi) სფეროში აქტიურად გამოყენებადი ინსტრუმენტებია. მათი საშუალებით ავტომატიზებული პლატფორმები და ინდივიდუალური მომხმარებლები სხვადასხვა, პარალელური ბლოკჩეინებიდან კრიპტოვალუტების და ციფრული აქტივების გადატანის შესაძლებლობას იღებენ. ასეთი პლატფორმები განსაკუთრებით ხშირად გამოიყენება Binance-ისა და Solana-ს ბლოკჩეინებიდან აქტივების Ethereum-ზე გადატანის პროცესში.

კიბერშეტევის ზუსტი დეტალები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა სავარაუდოა, რომ ჰაკერებმა Nomad-ის სისტემასა და კოდში გარკვეული „გარღვევა“ აღმოაჩინეს და შემდგომ ის კრიპტოაქტივების მოსაპარად გამოიყენეს.

კომპანიის განცხადებით, თავდასხმის შესახებ ინფორმაცია შესაბამის სამსახურებს უკვე მიეწოდათ და მომხდართან დაკავშირებით საგამოძიებო პროცესი დაწყებულია.

შეძლებენ თუ არა სამართალდამცავებით მოპარული კრიპტოვალუტის ამოღებას და კომპანიის წარმომადგენლები პლატფორმის მომხმარებლებისთვის ზარალის ანაზღაურებას, ჯერჯერობით უცნობია.

აღსანიშნავია, რომ ორი თვის წინ მასშტაბური კიბერშეტევის სამიზნე Harmony Horizon-ი გახდა; ხოლო წლის პირველ კვარტალში ჰაკერებმა Ronin Bridge-დან $600 მილიონის კრიპტოაქტივები მოიპარეს.