მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჰაკერებმა კრიპტობირჟა BITRUE-დან $23 მილიონის აქტივები მოიპარეს

644a3dc7043dd
გიორგი თოლორდავა
27.04.23 16:30
886
კრიპტოინდუსტრია მორიგი მასშტაბური კიბერდანაშაულის სამიზნე გახდა, ჰაკერებმა კრიპტობირჟა Bitrue-დან დაახლოებით 23 მილიონი დოლარის ღირებულების კრიპტოაქტივები მოიპარეს, მათ შორის, ასობით ეთერიუმი და ბიტკოინი.

კიბერშეტევის იდენტიფიცირების შემდეგ, კრიპტობირჟის ხელმძღვანელობამ ოპერაციების დროებით შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.

ჰაკერებმა Bitrue-ის ერთ-ერთ მსხვილ ციფრულ საფულეში მოახერხეს შეღწევა და იქიდან კრიპტოაქტივების მოპარვა. საერთო ჯამში, ბირჟამ კასტოდიანური პორტფელის თითქმის 5% დაკარგა.

საკითხთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია, აღნიშნულ შემთხვევას იკვლევენ კიბერუსაფრთხოების და ფინანსური სამსახურები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები