ჰაკერებმა კრიპტობირჟა Balancer-იდან დაახლოებით 110 მილიონი დოლარის ღირებულების კრიპტოაქტივები მოიპარეს, მათ შორის იყო ასობით ეთერიუმი და ბიტკოინი.
კიბერშეტევის იდენტიფიცირების შემდეგ, კრიპტობირჟის ხელმძღვანელობამ ოპერაციების დროებით შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.
როგორც ჩანს ჰაკერებმა დეცენტრალიზებული პლატფორმის ერთ-ერთ სისტემაში შეღწევა და კრიპტოაქტივების მოპარვა მოახერხეს.
რომელი ჰაკერული დაჯგუფება დგას ამ შეტევის მიღმა, ამ ეტაპზე უცნობია.
























