მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჰაკერებმა კრიპტობირჟიდან $7 მილიონის აქტივები მოიპარეს

კრიპტო ჰაკერი

ჰაკერებმა კრიპტობირჟა KiloEX-იდან დაახლოებით 7 მილიონი დოლარის ღირებულების კრიპტოაქტივები მოიპარეს, მათ შორის იყო ასობით ეთერეიუმი და ბიტკოინი.

კიბერშეტევის იდენტიფიცირების შემდეგ, კრიპტობირჟის ხელმძღვანელობამ ოპერაციების დროებით შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.

როგორც ჩანს ჰაკერებმა დეცენტრალიზებული პლატფორმის ერთ-ერთ სისტემაში მოახერხეს შეღწევა და კრიპტოაქტივების მოპარვა.

საკითხთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია, თუმცა KiloEX-ის ხელმძღვანელობა იმედს არ კარგავს, რომ ჰაკერები კეთილგონიერებას გამოიჩენენ და თანხის 90%-ს უკან დააბრუნებენ, რათა სამართლებრივი პასუხისგება თავიდან აირიდონ და თან თითქმის $1-მილიონიანი ჯილდო მიიღონ KiloEX-ის სისტემაში არსებული პრობლემის აღმოჩენისათვის, რასაც White Hat Hacking-ს უწოდებენ.

როგორც ცნობილია, ამ შეტევით მომხმარებლები ზარალს არ მიიღებენ, რადგან დანაკარგს სრულად KiloEX-ის ინვესტორები აანაზღაურებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები