მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჰაკერებმა RIPPLE-ის თანადამფუძნებელს $112 მილიონის XRP მოჰპარეს

ლარსენი

ჰაკერებმა მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი კრიპტოკომპანიის, Ripple-ის თანადამფუძნებელს, კრის ლარსენს პირადი ანგარიშიდან 112 მილიონი დოლარის ღირებულების XRP მოჰპარეს.

ლარსენის განმარტებით, ჰაკერებმა მის პირად კომპიუტერში შეღწევა და ამ გზით მისი ანგარიშის გატეხა მოახერხეს, რის შემდეგაც საფულიდან კრიპტოაქტივები მოიპარეს.

როგორც ცნობილია, ჰაკერულ შეტევასთან დაკავშირებით კრიპტობირჟებს უკვე მიეწოდათ ინფორმაცია და ისინი მოპარული აქტივების განაღდებას არ დაუშვებენ. ასევე, საგამოძიებო პროცესში ჩართულნი არიან ძალოვანი სტრუქტურები.

ცნობისთვის გეტყვით, რომ Ripple-ის ისტორია ჯერ კიდევ 2004 წლიდან იწყება, მაშინ როცა კრიპტოინდუსტრია არც არსებობდა. კომპანიის მიზანი საბანკო ტრანზაქციების გამარტივება იყო, რა მიზნითაც 2012 წელს შეიქმნა ბლოკჩეინზე დაფუძნებული ვალუტა, XRP, რომლის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 27 მილიარდ დოლარს აღწევს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები