მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ჰამასმა" კრიპტოაქტივებით $165 მილიონის შემოწირულებები მიიღო

hamas

ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ბაზირებული ტერორისტული ორგანიზაციები, მათ შორის, „ჰამასი“, „ჰეზბოლა“ და „პალესტინის ისლამური ჯიჰადი“ აქტიურად განაგრძობენ შემოწირულებების კრიპტოაქტივებში მიღებას.

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უახლესი ანგარიშიდან ირკვევა, რომ 2021-დან 2024 წლამდე პერიოდში ჰამასმა დაახლოებით $165 მილიონის; „პალესტინის ისლამურმა ჯიჰადმა“ $93 მილიონის; ხოლო „ჰეზბოლამ“ $20 მილიონის კრიპტოვალუტა მიიღო

ტერორისტული დაჯგუფებების მხარდამჭერების ვინაობა უცნობია, თუმცა მათი უდიდესი ნაწილი ირანთან და რუსეთის ფედერაციასთანაა დაკავშირებული.

ანალიტიკოსები ამბობენ იმასაც, რომ ისრაელის წინააღმდეგ ტერორისტული ორგანიზაციების მიერ კონფლიქტის გამწვავების ფონზე, კრიპტოაქტივებში განხორციელებული ტრანზაქციების რაოდენობა იზრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ტერორისტები ახლა უფრო მეტ ფინანსურ დახმარებას იღებენ, ვიდრე ადრე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები