მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

H&M-ი რუსეთის ბაზარს ტოვებს

62d53d0a3d37b
ვიქტორია მღებრიშვილი
18.07.22 15:03
516
მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი რიტეილ კომპანია H&M რუსეთის ბაზრიდან გადის. ამის შესახებ კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

აღსანიშნია, რომ კომპანიის მიერ გაცხადებული პოზიციის მიხედვით, H&M-მა ყველა სახის გაყიდვები 2 მარტს შეაჩერა.

დღეს გავრცელებულ განცხადებაში კი აღნიშნულია, რომ ბიზნესის დახურვის გადაწყვეტილება მიმდინარე საოპერაციო პრობლემებისა და გაურკვეველი მდგომარეობიდან გამომდინარეობს.

„დეტალური განხილვის შედეგად შეუძლებლად ვთვლით, არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, რუსეთში ჩვენი ბიზნესი გავაგრძელოთ. ჩვენ ღრმად ვწუხვართ იმ ზეგავლენის გამო, რომელსაც ჩვენი გადაწყვეტილება ჩვენს კოლეგებზე მოახდენს“, - აცხადებს კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ჰელენა ჰემერსონი.

კომპანია რუსეთში დარჩენილი საქონლის რეალიზების მიზნით დროებით ოფლაინ მაღაზიის გახსნას გეგმავს. რუსეთიდან გასვლით მიღებულ ზარალს H&M-ში 192 მლნ დოლარად აფასებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები