მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჰელსინკის კომისია არის მხარე და მის არცერთ განცხადებას ფასი არ აქვს - ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

საქართველოს პრემიერის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ჰელსინკის კომისია არის მხარე და მის არცერთ განცხადებას ფასი არ აქვს. როგორც მან ჟურნალისტის კითხვაზე პასუხად აღნიშნა, "ჰელსინკის კომისია ჩართული იყო საარჩევნო კამპანიაში ოპოზიციის სასარგებლოდ, რაც გაუგონარი და გაუგებარი ფაქტია".

“რადგან მხარეა, რა თქმა უნდა, ჰელსინკის კომისიის არცერთ განცხადებას არ აქვს მაინც და მაინც დიდი ფასი. უფრო მეტიც, მე მინდა შეგახსენოთ ერთი განცხადება, რომელიც ჰელსინკის კომისიამ გააკეთა, ის იმუქრებოდა, რომ არჩევნების წინ გამოქვეყნდებოდა მმართველი პარტიის შესახებ მადისკრეტირებელი ინფორმაცია, თუმცა თქვენ ნახეთ, რომ არაფერიც არ გამოქვეყნებულა. იმდენად სუფთად მუშაობს მმართველი პარტია ყველა მიმართულებით, რომ საბოლოო ჯამში, ვერავითარი ასეთი მასალა ვერ დაიდო”, - განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, ჰელსინკის კომისიამ გუშინ საქართველოს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც წერია, რომ წარმოდგენილია ნათელი მტკიცებულება იმისა, რომ არჩევნების შედეგები ქართველი ხალხის ნებას არ წარმოადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები