მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Hennessy ჯეი ზის შამპანურების მწარმობელი კომპანიის 50%-იან წილს ყიდულობს

6033b4add4c66
ნათია თაქთაქიშვილი
22.02.21 22:26
819
LVMH-ის ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი ბრენდი Moet Hennessy მსოფლიოში ცნობილი რეპერის ჯეი ზის შამპანურების მწარმობელი კომპანიის Armand de Brignac-ს 50%-იან წილს ყიდულობს. ამის შესახებ ინფორმაციას CNBC-ი ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით, გარიგების ღირებულება ამ ეტაპზე არ საჯაროვდება.

CNBC-ი წერს, რომ 2019 წელს კომპანიამ 500,000-ზე მეტი შამპანური ბოთლი გაყიდა, ხოლო გასულ წელს კომპანიის შემოსავლები 18%-ით ანუ 1.2 მილიარდი აშშ დოლარით შემცირდა, რაც კორონავირუსით გამოწვეულ კრიზისს უკავშირდება.

შეგახსენებთ, რეპერმა ჯეი ზიმ შამპანურების მწარმოებელი კომპნია Armand de Brignac-ი 2014 წელს შეიძინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები