მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Hermès-ი შემოსავლების ზრდის აღსანიშნად ყველა თანამშრომელს ბონუსად €4,000 გადაუხდის

63f6023a9a016
მარიამ იზორია
22.02.23 16:15
1606
ფრანგული მოდის სახლი Hermès-ი 2022 წლის ფინანსურ შედეგებს აქვეყნებს. როგორც გამოცემა thefashionlaw.com იუწყება, კომპანიას გასული წლის მეოთხე კვარტალში გაყიდვები 23%-ით გაეზარდა, წლიურმა შემოსავალმა კი ჯამში 12.4 მილიარდი დოლარი შეადგინა. რაც შეეხება წმინდა მოგებას, €3.4 მილიარდი შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ Hermès-ის შემოსავლებში 2021 წელთან შედარებით, 29%-იანი ზრდა ფიქსირდება.

გამოცემა Business Of Fashion-ის ინფორმაციით, Hermès შემოსავლების ზრდის აღსანიშნად 19 700 დასაქმებულს ერთჯერად ბონუსად €4,000-ს გადაუხდის.

ყველაზე ცნობილი ჩანთის, ბირკინის მწარმოებელ კომპანიაში აღნიშნავენ, რომ კომპანიას აქვს გეგმა, პარიზში ორი ახალი საწარმო აამოქმედოს.

Hermès-ის გენერალური დირექტორი აქსელ დიუმა კი აცხადებს, რომ კომპანია ახალი თანამშრომლების დაქირავებას აგრძელებს, ამას მოწმობს ისიც, რომ ფრანგულ მოდის სახლს გასულ წელს 2 100 ახალი კადრი დაემატა, მათი საშუალო ხელფასები კი 6%-ით გაიზარდა.

ტიერ ერმესის მიერ 1837 წელს დაფუძნებული ბრენდი ყველაზე მაღალშემოსავლიან მოდის ბრენდებს შორის მესამე ადგილს იკავებს. Hermès Louis Vuitton და Chanel უსწრებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები