მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

HoloSolis-მა საფრანგეთში მზის პანელების საწარმოს ასაშენებლად $255 მილიონი მოიზიდა

holisolis

ფრანგულმა კომპანია HoloSolis-მა ქვეყანაში მზის პანელების საწარმოს ასაშენებლად $255 მილიონზე მეტი მოიზიდა და განაცხადა, რომ ქარხანა, რომელიც ამ დაფინანსებით აშენდება, ევროპაში ამ დანიშნულების უდიდესი საწარმო იქნება.

მზის ენერგია კრიტიკულად მნიშვნელოვან როლს ასრულებს ევროკავშირის გეგმაში, ბლოკი ენერგიის სუფთა წყაროებზე გადაერთოს და რეგიონის რუსულ ენერგიაზე დამოკიდებულება შეამციროს. ამ ფონზე, ივლისის მონაცემებით, ევროკავშირის მიერ მზის ენერგიის ექსპანსია, ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში, პირველად შენელდა.

HoloSolis-ის ელექტროსადგურის პროექტის ექსპლუატაციაში შესვლა 2030 წლისთვის იგეგმება. რის შემდეგაც, ქარხანა ყოველწლიურად იმდენ მზის მოდულს გამოიმუშავებს, რამდენიც საკმარისია ერთი მილიონი ევროპული სახლის ენერგომომარაგებისთვის, რაც ევროპის ენერგოდამოუკიდებლობის მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს.

ამასთან, მოსალოდნელია, რომ პროექტი 2000-მდე სამუშაო ადგილს შექმნილს და წელიწადში 5 გიგავატამდე წარმოების სიმძლავრეს მიაღწევს.

HoloSolis-ის ობიექტი დაეხმარება ევროპას მიაღწიოს მის მიზანს, რომლის მიხედვითაც, ევროპაში განლაგებული ფოტოელექტრული პანელების 40% ევროპაშივე უნდა იყოს წარმოებული, როგორც ეს “წმინდა ნულოვანი ინდუსტრიის აქტით” არის დადგენილი. როგორც ამბობენ, თავისი ზომის წყალობით, HoloSolis-ის წარმოება ბაზარს არსებული ფოტოელექტრული პანელების მდგრად და კონკურენტუნარიან ალტერნატივას შესთავაზებს.

სახსრების მოზიდვის რაუნდში მონაწილე კომპანიებს შორის იყვნენ Cales Technologie, InnoEnergy, TSE, Groupe IDEC, Armor Group და Heraeus.

აღსანიშნავია, რომ 2025 წელს განახლებადი ენერგიის ევროპულმა სტარტაპებმა დაფინანსების მოპოვების რამდენიმე რაუნდი ჩაატარეს, სადაც 5 სტარტაპის მიერ ჯამურად მოზიდული ინვესტიცია $100 მილიონს აღემატებოდა - რაც 2-ჯერ ნაკლებია, მხოლოდ HoloSolis-ის მიერ მოზიდული სახსრებზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები