მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საფრანგეთმა 15 წლამდე მოზარდებისთვის სოციალური ქსელები აკრძალა

არასრულწლოვნები სოციალური ქსელები

საფრანგეთის პარლამენტმა მიიღო კანონპროექტი, რომელიც 15 წლამდე მოზარდებისთვის TikTok-ისა და სხვა პლატფორმების გამოყენებას კრძალავს. როგორც ირკვევა, ეროვნულმა ასამბლეამ ინიციატივას მხარი 279 ხმით 81-ის წინააღმდეგ დაუჭირა, რის შედეგადაც საფრანგეთი ევროკავშირში პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც მსგავსი შეზღუდვა სრულფასოვნად დააწესა. ქვეყნის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ეს რეფორმა საკუთარი საპრეზიდენტო ვადის მთავარ პრიორიტეტად გამოაცხადა.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ საკანონმდებლო შეზღუდვა ძალაში ორ ეტაპად შევა. პირველი სექტემბრიდან 15 წლამდე ასაკის პირებს ახალი ანგარიშების შექმნა აეკრძალებათ, 2027 წლის იანვრიდან კი შეზღუდვა უკვე არსებულ პროფილებზეც გავრცელდება. ციფრული ტექნოლოგიების მინისტრის, ან ლე ენანფის განცხადებით, ასაკის გადამოწმების მეთოდოლოგია უკვე არსებობს და წესების დაცვაზე პასუხისმგებლობა უშუალოდ პლატფორმებს დაეკისრებათ.

აქვე უნდა ითქვას, რომ სოციალური ქსელების აკრძალვასთან ერთად ახალი რეგულაციებით სკოლებში მობილური ტელეფონების გამოყენებაც შეიზღუდა.

რაც შეეხება გამონაკლისებს, შეზღუდვა ონლაინ ენციკლოპედიებსა და საგანმანათლებლო პლატფორმებს არ შეეხება. შესაბამისად, მოსწავლეებს კვლავ ექნებათ უფლება, ისეთი საიტებითა თუ პროგრამებით ისარგებლონ, რომლებიც მხოლოდ საინფორმაციო-სასწავლო შინაარსს ატარებს.

საყურადღებოა, რომ კანონპროექტი მოზარდების ან მათი მშობლების წინააღმდეგ რაიმე სახის სანქციებს არ ითვალისწინებს.

ცნობისთვის, გასული წლის დეკემბერში ავსტრალია გახდა პირველი ქვეყანა მსოფლიოში, რომელმაც 16 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის სოციალური ქსელების გამოყენება აკრძალა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები