მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Honda-მ ახალი ელექტროსკუტერი - Motocompacto შექმნა

Honda - სკუტერი

მსოფლიოს ერთ-ერთმა უმსხვილესმა ავტომწარმოებელმა, იაპონურმა Honda-მ ახალი ელექტროსკუტერი შექმნა, რომელიც Honda-ს მიერ 1980-იან წლებში გამოშვებული დასაკეც სკუტერს, Motocompo-ს ჰგავს და რეალურად, მისი პატივისცემისთვის შეიქმნა.

ახალი იაპონური სკუტერის მაქსიმალური სიჩქარე 15 კმ/სთ-ში შეადგენს, ხოლო ელექტროძრავის სიმძლავრე 490 ვატს შეადგენს და მისი სრულად დამუხტვა სამ-ნახევარ საათში შეიძლება.

ახალ სკუტერს, ჯამში, 12 მილის, ანუ 19 კილომეტრის გავლა შეუძლია, რაც მიანიშნებს, რომ ამ სატრანსპორტო საშუალების მთავარი დანიშნულება - ქალაქს შიგნით მობილობაა. სკუტერი Honda-ს და Acura-ს ოფიციალურ წარმომადგენლობებში ნოემბრიდან გაიყიდება, ხოლო მისი ფასი $995 იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები