მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჰონკონგის ბირჟაზე Shein-ის აქციების ფასი მეორე დღეა იკლებს - ოთხშაბათის სესიაზე ვარდნა 5%-ზე მეტია

shein

ონლაინ ვაჭრობის წამყვანი ჩინური კომპანიის, Shein-ის აქციების ფასი ჰონკონგის საფონდო ბირჟაზე ვაჭრობის მეორე დღეს უკვე 5%-ზე მეტით დაეცა. არსებული ინფორმაციით, სავაჭრო სესიის ბოლოს ერთი აქციის ფასმა 46 ჰონკონგური დოლარი ($5.9) შეადგინა.

ცნობისთვის, სადებიუტო სესიაზე Shein-ის 1 აქციის ფასი 10%-ით დაეცა, თუმცა მოგვიანებით ის თითქმის 48.56 ჰონკონგური დოლარის ($6.2) საემისიო მაჩვენებელს დაუბრუნდა. Reuters-ის ცნობით, ვაჭრობის პირველ დღეს ფასის დასტაბილურება მხოლოდ ბაზრის სტაბილიზაციის სპეციალურმა ზომებმა განაპირობა. წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანიის მაჩვენებლები კიდევ უფრო გაუარესდებოდა.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ კომპანიის ზრდას ძირითად ბაზრებზე გაზრდილი საიმპორტო ტარიფები, მარეგულირებელი რისკები და მეტოქე კომპანიების მხრიდან გაძლიერებული კონკურენცია აფერხებს.

Arta Finance-ის სინგაპურის საინვესტიციო მიმართულების ხელმძღვანელის, ბრენდონ ჰოს განცხადებით, Shein-ის სუსტი შედეგები ინვესტორების მიერ კომპანიის ზრდის პოტენციალის გადაფასების შედეგია. მისი შეფასებით, გასულ წლებში რითეილერის შემოსავლების ზრდა საგრძნობლად შენელდა და მოგების მარჟაც წნეხის ქვეშ მოექცა. ამასთან, აშშ-სა და ევროკავშირში გაზრდილმა ტარიფებმა და საბაჟო ხარჯებმა კომპანიის დაბალფასიანი საერთაშორისო მოდელის ეკონომიკურ მდგრადობა შეასუსტა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები