მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჰორმუზის სრუტეში ნავთობის დღიურმა გადაზიდვებმა 11 მილიონ ბარელს მიაღწია

ჰორმუზის სრუტე

ჰორმუზის სრუტის გავლით ნავთობისა და ნავთობპროდუქტების დღიურმა ექსპორტმა ბოლო ერთი კვირის განმავლობაში თითქმის 11 მილიონი ბარელი შეადგინა. ეს მონაცემები აშშ-ის ენერგეტიკის მინისტრმა, კრის რაიტმა Bloomberg TV-სთან ინტერვიუში გააჟღერა. რაიტის განმარტებით, ყოველდღიურად დამატებით 3-5 მილიონი ბარელი ნედლეული იმ ალტერნატიული მილსადენებით გადის ექსპორტზე, რომლებიც სრუტეს გვერდს უვლის.

კრის რაიტის განცხადებით, ჰორმუზის სრუტეში სავაჭრო გემების უსაფრთხო გადაადგილებას ამჟამად აშშ-ის სამხედრო ხომალდები უზრუნველყოფს.

ცნობისთვის, ჰორმუზის სრუტეზე ნავთობის გლობალური გაყიდვების დაახლოებით 25%, ხოლო თხევადი ბუნებრივი აირის 20% მოდის. ეს ზონა კი განსაკუთრებულ კრიზისში მას შემდეგ მოექცა, რაც აშშ-მა და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია 28 თებერვალს ოფიციალურად დაიწყეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები