მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჰორმუზის სრუტის გახსნაზე ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, ნავთობის ფასმა შემცირება დაიწყო

ნავთობი

მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა, რომ ირანი ჰორმუზის სრუტეს სრულად გახსნის, მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასმა კლება დაიწყო. ამ დროისთვის ბრენტის ტიპის საწვავის ფასი დღიურად თითქმის 10%-ით 89 დოლარამდეა შემცირებული. ბარელი ნედლი ნავთობის ფასი ასევე 10%-ით 84 დოლარამდე შემცირდა. 84 დოლარამდეა შემცირებული ფასი WTI-ზეც.

დღეს, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტე ცეცხლის შეწყვეტის "დარჩენილი პერიოდისთვის სრულად გაიხსნება".

აბას არაღჩის ამ განცხადებას აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი Truth Social-ზე გამოეხმაურა: "ირანმა ახლახან განაცხადა, რომ ირანის სრუტე [ჰორმუზის სრუტე] სრულად ღიაა და მზად არის შეუფერხებელი გადაადგილებისთვის. გმადლობთ!"

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები