მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

HOTBIT-მა ფუნქციონირება შეწყვიტა, კრიპტობირჟა ოფიციალურად გაკოტრებულია

646f1cff403c6
გიორგი თოლორდავა
25.05.23 15:05
755
ჰონკონგში დაფუძნებულმა კრიპტობირჟა Hotbit-მა ფუნქციონირება შეწყვიტა, კომპანიამ გაკოტრება ოფიციალურად გამოაცხადა.

ბირჟის მომხმარებლებს ანგარიშების დასახურად და თანხის გასატანად 30-დღიანი პერიოდი მიეცათ, რის შემდეგაც ისინი Hotbit-ით სარგებლობას ვეღარ შეძლებენ.

ამჟამინდელი მდგომარეობით, კრიპტობირჟას მსოფლიოს მასშტაბით 5 მილიონამდე მომხმარებელი ჰყავს, მათი უმეტესობა კი აზიის რეგიონიდანაა, სადაც Hotbit-ი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნად ბირჟაა.

Hotbit-ის დახურვა პირდაპირ კავშირშია ჩინეთში დაწყებულ გამოძიებასთან, რომლის ფარგლებში კრიპტობირჟის ხელმძღვანელთა ნაწილი დააკავეს. Hotbit-ს ბრალად ედებოდა ჩინური კანონმდებლობის დარღვევა და ფულის გათეთრება, რის გამოც კრიპტობირჟას სანქციებიც დაუწესდა.

მარეგულირებლის მხრიდან ზეწოლის ზრდის ფონზე, საბოლოო ჯამში, Hotbit-ს გაკოტრების გამოცხადება და საქმიანობის შეწყვეტა მოუწია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები