მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

HSBC-ს კრიპტოვალუტებთან დაკავშირებით გეგმები არ აქვს

60acf387a56b1
ნათია თაქთაქიშვილი
25.05.21 21:20
588
მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ბანკი HSBC-ი აცხადებს, რომ კრიპტოვალუტებთან დაკავშირებით გეგმები არ აქვს და არც კრიპტოვალუტებით ვაჭრობას განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ ბანკი ერთ-ერთ მთავარ მიზეზად კრიპტოვალუტების არამდგრადობას ასახლებს, მათ აქტივებად ვერ განიხილავს.

კრიპტოვალუტები არაკეთილსაიმედოდ ეჩვენება ინგლისის ბანკის მმართველ ენდრიუ ბეილისაც. მან გუშინ განაცხადა, რომ „ვირტუალური ფული საფრთხის შემცველია“.

”ადვილია ფინანსურმა ინოვაციებმა გაგიტაცოს. ამიტომ მე სკეპტიკურად ვარ განწყობილი კრიპტოვალუტების მიმართ. გულწრფელად რომ ვთქვათ, ვირტუალური ფული საშიშია და საფრთხის შემცველი“, - განაცხადა ენდრიუ ბეილიმ.

შეგახსენებთ, გასული კვირა კრიპტოვალუტისთვის რთული აღმოჩნდა, რადგან ჩინეთის მთავრობამ კრიპტოვალუტით ტრანზაქციებზე გარკვეული აკრძალვები დააწესა. მათი თქმით, კრიპტოვალუტა ფულის გასათეთრებლად გამოიყენება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები