მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ იყენებენ კრიპტოს ბიზნესში ავტოიმპორტიორები?

კრიპტოვალუტა
BM. GE
13.09.23 12:36
32

ჩვენი თანამედროვე და ფინანსური ცხოვრება სულ უფრო მეტად დაკავშირებული ხდება კრიპტოვალუტებთან. ისინი ჩვენს ირგვლივ ხშირად ჩნდებიან და ტრადიციულ საფინანსო სექტორთან შედარებით, უამრავ უპირატესობებს გვთავაზობენ.

პოპულარობის ზრდასთან ერთად, კრიპტო ინდუსტრიაც უფრო მოქნილი და ჩვენს მოთხოვნილებებზე მორგებული ხდება. დაიხვეწა ინფრასტრუქტურა, რაც ტრანზაქციების სისწრაფესა და სიიაფეში გამოიხატა, დამატებით, კრიპტოვალუტები ასე ხელმისაწვდომი და მარტივი არასდროს ყოფილა.

თუ აქამდე ციფრული ვალუტები აღქმული იყო, როგორც საინვესტიციო აქტივები, დღეს კრიპტო უამრავ ინდუსტრიაში გამოიყენება, როგორც საგადახდო საშუალება და გამონაკლისი არც ავტოინდუსტრიაა.

ამ ბლოგში მოგიყვებით თუ რატომ უნდა გამოიყენო კრიპტოვალუტა, თუ ავტოიმპორტიორი ხარ ან უბრალოდ მანქანა ჩამოგყავს და გაჩვენებთ, რა კონკრეტულ სარგებელს გაძლევს ბიტკოინის, ეთერიუმისა და სხვა ქოინების გამოყენება ავტოინდუსტრიაში, ავტომობილების გაყიდვისას.

რატომ იზრდება კრიპტოვალუტების როლი საავტომობილო ინდუსტრიაში?

ყველა ინდუსტრიაში მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებლებმა მათთვის მისაღებად და დაუბრკოლებლად მიიღონ სერვისი, გასწიონ სხვადასხვა ტიპის სამუშაო და შესაბამისად გამოიმუშაონ სარგებელი.

კრიპტოვალუტები ამ უპირატესობას ნებისმიერ ინდუსტრიაში იძლევა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კი შეიძლება შენთვის იყოს, თუ ავტომობილები უცხოეთიდან ჩამოგყავს.

კონკრეტულად რა სარგებლობას გაძლევს კრიპტოვალუტები, თუ შენს მიერ ჩამოყვანილ ავტომობილს ყიდი?

  • მოსახერხებელია უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის: ქართულ ბაზარზე ავტომობილის შეძენისას მომხმარებლები უმეტეს შემთხვევაში ნაღდ ანგარიშსწორებას არჩევენ, რადგან საბანკო გადარიცხვები დაკავშირებულია დროის დაკარგვასთან, ბიუროკრატიულ პროცესებთან და ბევრ საკომისიოსთან.

    თუკი საქართველოში ავტომობილს უცხო ქვეყნის მოქალაქე ყიდულობს, მისთვის ქეშის ერთი ქვეყნის საზღვრიდან მეორეში გადატანა ხშირად ადვილი საქმე არ არის. სწორედ ამიტომ, კრიპტოვალუტები ნაღდი ფულის, ანუ fiat ვალუტის კარგი ალტერნატივაა. უცხოეთიდან ჩამოსული მყიდველისთვის კი, კრიპტოს საზღვარზე გადმოტანა უსაფრთხო და მარტივი პროცესია, რა დროსაც არანაირი ზედმეტი ძალისხმევის გაწევა არ უწევს მას, განსხვავებით ნაღდი ფულისგან.

    თუკი შენ ავტომობილს ქვეყნის საზღვრებს გარეთ ყიდი, კრიპტოვალუტები cross-border გადახდებთან დაკავშირებულ პრობლემებს სრულად აქრობენ, შენ იღებ ზუსტად იმდენ თანხას, რამდენიც ავტომობილი ღირს და ეს ხდება რამდენიმე წუთში, არ ელოდები შუამავლებს რომ ტრანზაქცია დადასტურდეს და არ იხდი ზედმეტ საკომისიოებს.

    ეს ყველაფერი კი, განსაკუთრებით მოსახერხებელია, როდესაც USDT-ის იყენებ, რაც ა.შ.შ დოლარის კრიპტო ალტერნატივაა და 1 USDT მუდმივად 1 ა.შ.შ დოლარის (USD) ტოლია, მიუხედავად კრიპტო ბაზარზე არსებული სიტუაციისა.
  • სწრაფი ტრანზაქციები: შუამავლების არ არსებობის გამო, ტრანზაქციები მარტივად და სწრაფად აისახება ადრესატის საფულეში. არ აქვს მნიშვნელობა დღის რომელ მონაკვეთში გადარიცხავ აქტივს, იქნება სამუშაო თუ არა-სამუშაო დღე, ის მიუხედავად ამისა დროულად მიაღწევს დანიშნულების ადგილამდე.
    შედარებისათვის, თუ ვალუტად ბიტკოინს გამოიყენებ, მისი ტრანზაქციის საშუალო დრო ერთი საათიდან საათნახევრამდე შეადგენს, ხოლო ტრადიციული გზების გამოყენებით, ბანკიდან ბანკში გადარიცხული თანხის ასახვას 1-დან 3 სამუშაო დღემდე სჭირდება.

  • დაბალი საკომისიოები: კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი, როგორც დიდი ბიზნესისათვის, ასევე საცალო მომხმარებლებისათვის გადასახადებია. თუკი შენ ამერიკის შეერთებული შტატებიდან ჩამოიყვან ავტომობილს, აუცილებლად მოგიწევს ტრანსპორტირების ან ავტომობილის შეძენის საფასურის გადახდა და შესაბამის ოპერაციაში საკომისიოს დამატებაც. ორივე შემთხვევაში, სტანდარტულად იხდი $15 საკომისიოს, ხოლო გარანტირებული ჩარიცხვით, რაც ნიშნავს რომ შუამავალი ბანკი ადრესატამდე უპრობლემოდ გაატარებს თანხას, საკომისიო $35 შეადგენს.
    კრიპტოვალუტების გამოყენებით კი, ეს საკომისიოები მინიმუმამდე დადის. მაგალითად, თუ კრიპტალის დახმარებით ბიტკოინს გადარიცხავთ, მისი საკომისიო 0.00005 BTC-ია, რაც 3 ლარის ეკვივალენტია, ხოლო სტაბილური ქოინების გამოყენების შემთხვევაში კი, რომელთა ფასიც მუდმივად $1 ა.შ.შ დოლარის ტოლია, კიდევ უფრო იაფი ჯდება.
    იმავე პრინციპი მოქმედებს საკომისიოებზე უკვე ჩამოყვანილი ავტომობილის ადგილზე გაყიდვისას, კრიპტოვალუტებით შენ გარანტირებულად უფრო ნაკლებ საკომისიოს იხდი, ვიდრე ნებისმიერი ციფრული და ტრადიციული მეთოდების გამოყენებით.

  • შუამავლების არ არსებობა: თუკი ერთხელ მაინც დაინტერესებულხარ ავტომობილის ყიდვა-გაყიდვით და ის საზღვარგარეთიდან ჩამოგიყვანია, ან ადგილზე უცხო ქვეყნის მოქალაზე გაგიყიდია, აუცილებლად გეცოდინება თუ რა პობლემებს უკავშირდება შუამავლები და შუამავალი ბანკები. მათთან ურთიერთობას მიაქვს დრო, დიდი საკომისიოები და რაც მთავარია ჩვენი ენერგია.
    ხშირად შუამავლები, ისედაც დიდ ხარჯებს, უმატებენ თავიანთ საკომისიოებს, ჩარიცხვისა და ტრანზაქციის დრო კი შესაძლოა რამდენიმე დღეზე გაიწელოს.
    კრიპტოვალუტები კი იმგვარი ტექნოლოგიაა, სადაც არ არსებობს ერთი მაკონტროლილებელი ორგანო, ანუ შუამავალი. შენ პირდაპირი კავშირი გაქვს ადამიანთან, ან სულაც კომპანიასთან, რომლისგანაც ყიდულობ მანქანას ან თუნდაც ყიდი.
    შუამავლის არ არსებობა კი, პროცესს ხდის ბევრად მარტივს, სწრაფსა და მოგებიანს დაბალი საკომისიოებისა და გადასახადების გამო, ეს ყოველივე კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია როდესაც cross border გადახდებზე ვსაუბრობთ, სადაც აქტივები მსოფლიოს ერთი წერტილიდან მეორეში იგზავნება ან ერთი ქვეყნის მოქალაქიდან აქტივი მეორე ქვეყნის მოქალაქის საკუთრებაში გადადის.

რას შეცვლის კრიპტოვალუტა ქართულ საავტომობილო ბაზარზე?

როგორც გავიგეთ, კრიპტოვალუტების სხვადასხვა მიზნით გამოყენება, იქნება ის ყველაზე ცნობილი ბიტკოინი თუ ყველაზე სტაბილური USDT, კარგა ხანია ადამიანების გარკვეული ნაწილის ცხოვრების ყოველდღიური ნაწილია. ავტოინდუსტრიაც და მანქანების ყიდვა-გაყიდვის ბიზნესიც არ არის გამონაკლისი და სულ უფრო მეტი ადამიანი იყენებს კრიპტოვალუტებს, როგორც ანგარიშსწორების საშუალებას.

თუ რომელიმე ქვეყანაში გაუმართავი საერთაშორისო ტრანზაქციების ან შიდა რეგულაციებიდან არსებული ცუდი სიტუაციის გამო ჩამოყვანილ ავტომობილს ვერ ყიდდი ან პროცესი რთულ ნაბიჯებს უკავშირდებოდა, კრიპტოვალუტები შენთვის კარგი გამოსავალია.

ქართველი ავტო იმპორტიორებისა და საცალო ინდივიდებისათვის პრიორიტეტული ბაზრებია ცენტრალური აზია (ყაზახეთი, ყირგიზეთი, უზბეკეთი და ა.), უკრაინა და აფრიკა. ამ ქვეყნებში საბანკო ინდუსტრია გამართული არ არის და ბევრი ბიუროკრატიული დაბრკოლება არსებობს, რა დროსაც იქმნება დისკომფორტი, როგორც გამყიდველისთვის, ისე მყიდველისთვის. ასეთ შემთხვევაში კი, კრიპტოვალუტების გამოყენება, როგორც ანგარიშსწორების საშუალება და ავტომობილის ღირებულების გადახდა მოგებიანია, ვინაიდან კრიპტოვალუტები არ ექვემდებარებიან ცენტრალურ მარეგულირებელ ორგანოს, ანუ არ არსებობს რაიმე სტრუქტურა, რომელიც გადარიცხვის ტრანზაქციას გააჭიანურებს ან დაბლოკავს, შესაბამისად იხსნება გეოგრაფიული თუ ტექნიკური შეზღუდვები და ბიზნესი მოქმედებს დაუბრკოლებლად. მყიდველი პირდაპირ ავტო იმპორტიორის საფულეზე რიცხავს აქტივებს, ზედმეტი თავისტკივილისა და სირთულეების გარეშე.

გარდა ამისა, თქვენ თავს არიდებთ საბანკო საკომისიოებს და ზოგავთ დროს, რომელიც თანამედროვე ავტო ინდუსტრიაში მნიშვნელოვანი ასპექტია.

მომხმარებლებისათვის მრავალი საგადახდო გზის შეთავაზება ავტოიმპორტიორი კომპანიებისათვის მნიშვნელოვანია და კომფორტზე მეტყველებს, თანაც კრიპტო საფულეები და კრიპტო ანგარიშები შესაქმნელად არ მოითხოვენ განსაკუთრებულ დროით ან რესურსულ დანახარჯს და მათი ფლობაც არ უკავშირდება არანაირ ფინანსურ ხარჯს.

რა სარგებელს მოუტანს თქვენს ავტო ბიზნესს კრიპტოვალუტების ადაპტაცია?

  • მეტი პოტენციური მომხმარებელი - კრიპტოვალუტები არის გადახდისა და ვაჭრობის საშუალება, რომელსაც რეალურად არ აქვს საზღვრები. შესაბამისად, ადამიანებისათვის, რომლებიც ისეთ მასშტაბურ ბიზნესში არიან ჩართულნი, როგორიც ავტომობილებით ვაჭრობაა, კრიპტო აქტივები ქმნიან ახალ შესაძლებლობას და ახალ პოტენციურ ბაზრებს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, გარდა სანქცირებული ქვეყნებისა.

  • მეტი შემოსავალი - ახალი ბაზრების ათვისებასთან ერთად ავტოიმპორტიორებისთვის ეს ერთ რამეს ნიშნავს - დამატებითი ახალი შემოსავალი, რომელიც კრიპტოვალუტების დამსახურებით თავისუფლდება ზედმეტი გადასახადებისგან და სარგებლობს დაბალი საკომისიოებით.

  • საიმიჯო კომპონენტი - გარდა იმისა, რომ კრიპტოვალუტებით გადახდა ადამიანებს დამატებით ალტერნატივას აძლევს, ეს შესაძლოა საიმიჯო კომპონენტადაც გამოდგეს კომპანიისათვის, რადგან კრიპტო ადაპტაცია ჯერ კიდევ საწყის ეტაპზეა და მედიაში ამგვარ ინფორმაციას დიდი გამოხმაურება ექნება.

პოპულარობის ზრდასთან და დამატებით ბენეფიტებთან ერთად, უნდა გაითვალისწინო რამდენიმე აუცილებელი ფაქტორი:

  • საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, 2023 წლის სექტემბრიდან კრიპტოვალუტები კანონით დარეგულირდება, რაც ნიშნავს იმას, რომ კომპანიას, რომელსაც სურს ლეგალურად მიიღოს ან გასცეს სხვადასხვა კრიპტო აქტივი, იქნება ეს ქოინი, ტოკენი თუ სტაბილური ქოინი, დასჭირდება ლიცენზია.
    ლიცენზიის ასაღებად სუბიექტმა ეროვნულ ბანკსუნდა მიმართოს და გაიაროს ლიცენზირების სტანდარტული ეტაპები.

  • ლიცენზირება ხშირად დროში გაწელილი პროცესია და ბიუროკრატიულ ღონისძიებებს უკავშირდება, რამაც შეიძლება ბიზნესი გარკვეული დროით დააზარალოს. თუმცა ლიცენზირების გარეშეც არსებობს გზა, რომლის გამოყენებითაც კომპანიებს სრულიად ლეგალურად და უსაფრთხოდ შეეძლებათ მიიღონ, გადარიცხონ და მართონ საკუთარი კრიპტო აქტივები.

კრიპტალი, როგორც კრიპტო აქტივების მართვის მოსახერხებელი გზა

თუკი გადაწყვეტ, რომ შენს ბიზნესს ან საქმიანობას კრიპტოვალუტებში წარმართავ და თან არ გინდა, რომ ბიუროკრატიულ პროცესს შეეჭიდო, პირველი ქართული კრიპტო ბირჟა კრიპტალი კარგი გამოსავალია.

კრიპტალზე მხარდაჭერილია ყველაზე პოპულარული კრიპტოვალუტები, რომლებსაც მსოფლიოს კრიპტო მომხმარებელთა დიდი უმეტესობა იყენებს და მათ შორის არის: ბიტკოინი, ეთერიუმი, დოჯქოინი, USDT და ა.შ.

რამდენიმე კლიკით შესაძლებელია ნებისმიერი პოპულარული კრიპტო აქტივის საფულის შექმნა და ფლობა, რომელსაც არ სჭირდება განსაკუთრებული მეთვალყურეობა და რესურსული დანახარჯი, დამატებით კი იღებ გადახდისა და ანგარიშსწორების უსაფრთხო, დაცულ და კომფორტულ ალტერნატივას, რომელიც ხელმისაწვდომია 24/7-ზე.

პლატფორმის გამოყენებით კი, იქნება ეს ავტოიმპორტიორი კომპანია თუ საცალო მომხმარებელი, ირიდებ ბიუროკრატიულ საკითხებს და კრიპტალზე მარტივად შეგიძლია დაახარისხო შენი შემოსავლები, გასავალი და ზოგადად, კრიპტოვალუტების მართვასთან დაკავშირებული ნებისმიერი ტექნიკური და ლეგალური საკითხი.

შეჯამება: კრიპტო ინდუსტრია და მანქანების ყიდვა-გაყიდვა

იმ ინდუსტრიების გრძელ ჩამონათვალს, რომლებშიც კრიპტოვალუტები დიდი დოზით შევიდნენ, ავტოინდუსტრიაც ემატება და დედამიწის გარშემო, ავტომობილების ყიდვა-გაყიდვით სულ უფრო მეტი ადამიანი იღებს ანგარიშსწორებას ციფრული აქტივებით.

კრიპტალის დახმარებით კი, ახლა უკვე შესაძლებელია რომ ა.შ.შ-დან თუ სხვა ნებისმიერი ქვეყნიდან ჩამოყვანილი ავტომობილი მსოფლიოს ნებისმიერი წერტილში გაყიდო სწრაფად, მარტივად და შეფერხებების გარეშე. პარალელურად კი, შენ იღებ უსაფრთხოებას, სიმარტივეს, დაბალ საკომისიოებსა და შესაბამისად, მეტ სარგებელს.

 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები