მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

HSBC სომხეთის ბაზრიდან გავიდა

HSBC

უმსხვილესი ევროპული ბანკი HSBC სომხეთის ბაზრიდან ოფიციალურად გავიდა. 30-წლიანი საქმიანობის შემდეგ, ბანკმა აქტივების გასხვისების გადაწყვეტილება მიიღო და მისი მფლობელი სომხური Ardshinbank-ი გახდა.

HSBC-ის წარმომადგენლობის განმარტებით, სომხეთის ბაზარი ბანკისთვის ზრდის დიდი პოტენციალით არ გამოირჩეოდა, ამიტომაც მენეჯმენტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ გაფართოების სტრატეგია შეეცვალა და კაპიტალი იმ მიმართულებით გადაემისამართებინა, რომელსაც ზრდის უფრო დიდი პოტენციალი ჰქონდა.

Ardshinbank-ის განცხადებით, ტრანზაქცია დასრულებულია და ახლა ის მარეგულირებლის მხრიდან საბოლოო დასტურის მიღების მოლოდინშია. გარიგების ფინანსური დეტალები ცნობილი არ არის, თუმცა ის ცნობილია, რომ HSBC-ის პორტფელის გადაბარებით უმსხვილესი სომხური ბანკი დამატებით 30,000 კლიენტს შეიძენს.

HSBC-ის წარმომადგენლობა სომხეთში 1996 წელს გაიხსნა და მისი აქტივების მოცულობა ამჟამად 720 მილიონ დოლარს აღწევს. გასულ წელს ბრიტანულმა ბანკმა სომხეთში 27 მილიონი დოლარის მოგების მიღება შეძლო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები