Nvidia-ს ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი, ჯენსენ ჰუანგი კომპანიის ხელმძღვანელის პოსტზე დაბრუნებას განიხილავს. Financial Times-ი საკითხთან დაახლოებულ პირებზე დაყრდნობით წერს, რომ ჰუანგმა დაბრუნების შესაძლებლობა გარემოცვასთან უკვე განიხილა.
ჰუანგის ერთ-ერთი მოკავშირის თქმით, მხარდამჭერები სილიკონის ველის ხელმძღვანელი პირებისგან შემდგარ "საომარ შტაბს" აყალიბებენ. ამ ჯგუფის მიზანი კი Nvidia-ს ყოფილი დირექტორის დაბრუნების ლობირება და თეთრი სახლის მხარდაჭერის მოპოვება იქნება.
პარალელურად, Financial Times-ის ინფორმაციით, რამდენიმე დღით ადრე Nvidia-ს დირექტორთა საბჭო ჰუანგის პოტენციური შემცვლელის ძიების პროცესში ჩიპების მწარმოებელი ბრიტანული კომპანიის, Arm Holdings-ის აღმასრულებელ დირექტორს, რენე ჰაასს დაუკავშირდა.
შეგახსენებთ, ჰუანგმა თანამდებობა ხუთშაბათს მას შემდეგ დატოვა, რაც მისი ქორწინებისგარეშე ურთიერთობების შესახებ ინფორმაცია გასაჯაროვდა. ერთ-ერთი ასეთი კავშირი სავარაუდო ჩინელ ჯაშუშს უკავშირდებოდა, რამაც ჩინეთში Nvidia-ს მოწინავე ჩიპების ექსპორტის შესახებ კითხვები გააჩინა.
























